სამი კომპანია, Aple, Google და Microsoft უკვე დიდი ხანია ჩაბმულები არიან სამმხრივ ომში რომელის მიზანია დომინირება. ისინი სხვა და სხვა ხარისხით უწევენ კონკურენციას ერთმანეთს რამოდენიმე სფეროში: ჰარდვერი, ოპ. სისტემები მობილური პლატფორმებისათვის და კომპიუტერებისათვის, სოფტი, გართობა, ინტერნეტ ძიება და ა. შ. დღეისათვის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ Google არის ვებ ძიების ლიდერი, Microsoft არის ოპ. სისტემების ბაზარზე უძლიერესი ხოლო Apple-ს აქვს ძალიან მყარი საფუძველი hi-end ჰარდვერის ბაზარზე, მუსიკისა და ვიდეოს გაყიდვებში და მედია მოწყობილობების ბაზარზე (iPod, iPhone და ა. შ.) რა თქმა უნდა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.
Computerworld-ის ერთ ერთი რედაქტორი დაინტერესდა შემდეგით: გამომდინარე იქიდან რომ ყოველი მათგანი ცდილობს კონკურენტის ბაზარზე გავიდეს, მაშინ რომელია ყველაზე კარგად მომზადებული უახლოესი მომვლისათვის და რომელი მათგანი დამარცხდება?
Apple
მიუხედავად იმისა, რომ Apple ახლა მოწოდების სიმაღლეზეა და წინ მიიწევს, კომპანია ყველაზე სათუთია ამ სამს შორის. ეს იმითაა გამოწვეული, რომ Apple-ის წარმატება დამოკიდებულია ერთი ადამიანის გონებაზე, რომელიცაა სტივ ჯობსი.
უმრავლესობა კომპანიებისათვის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის შეცვლა უმტკივნეულოა, Apple-ის შემთხვევაში ეს ასე არ არის. Apple=ჯობსი ეს დამტკიცებული ფორმულაა. მის დაბრუნებამდე კომპანიაში 1996 წლის ბოლოსკენ Apple სულს ძლივს ითქვამდა. მან დახურა წამგებიანი პროექტები (მაგ. Newton) მისი გამჭრიახობით განვითარდა რამოდენიმე ძალიან წარმატებული პროექტი: Mac OS X, iPod, iPhone და iMac; მან აღადგინა კომპანია. წინა წელს ის დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ტოპ-მენეჯერად მსოფლიოში იმიტომ, რომ ჯობის მეთაურობით Apple-მ გაზარდა კომპანიის საბაზრო ღირებულება $150 მილიარდით.
ეს კარგიცაა და ცუდით ერთდროულად. სანამ ჯობსი საქმეშია – ყველაფერი კარგადაა. ის კომპანიას ვერ უხელმძღვანელებს მუდამ, ამავდროულად ახლოსაც არ არის ისეთი ვინმე, რომელიც მას შეედრება და კომპანიას გაუძღვება მისი გამჭრიახობით. როგორც Presto Gralla თვლის Computerworld-დან მისი წასვლის შემდეგ Apple ხანგრძლივი ვარდნის ფაზაში გადავა.
Apple-ის ბიზნეს მოდელი იმით განსხვავდება დანარჩენებისგან რომ ძალიან გავ ჰოლივუდური სტუდიის პოლიტიკას, რომელსაც სჭირდება ბლოკბასტერები და ჰიტები იმსათვის რომ მიიღოს სერიოზული მოგება. ჯობსის წასვლის შემდეგ ასეთი ჰიტები აღარ იქნება.
ამ სამ კომპანიას შორის მას ყველაზე დიდი შანსია აყვავდეს მომავალში. მას მონოპოლია აქვს ინტერნეტ ძიებაში, რაც ერთ-ერთ გადამწყვეტი ელემენტია კომპანიის ეკონომიკური ზრდისათვის. ეს Google-ს აძლევს საფუძველს და ფინანსებს ახალი მიმართულებების განვითარებისათვის.
თუმცა კომპანია ხანდახან არასისტემურ ნაბიჯებსაც დგამს მისი პროდუქტების პოპულარიზაციაში, მაგრამ ის სწრაფად მზარდ სექტორებზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით მობილური მოწყობილობები. ამისათვის Google კარგად არის მომზადებული და ის დიდ მოგებას მიიღებს მობილური მოწყობილობების ბუმიდან. თუმცა ის ვერ შეძლებს კონკურენცია გაუწიოს Microsoft-ს, მაგრამ, ამ ბაზარზე რომ ძლიერი მოთამაშე იქნება უდაოა.
Microsoft
და ბოლოს, Microsoft, რომელიც შეიძლება განვათავსოთ Apple-სა და Google-ის შორის. Apple-გან განსხვავებით მას არ სჭირდება მეგა-ჰიტები განვითარებისთვის. ოპერაციული სისტემების და საოფისე პროგრამების ბაზარი და ასევე კორპორაციული გადაწყვეტილებები კომპანიის მუდმივ ზრდას უზრუნველყოფს. Google ვერ შეძლებს მისი მონოპოლიის დანგრევას.
Windows 7-ის წარმატებამ აჩვენა, რომ ახალი ოპ. სისტემის გამოშვებას შეუძლია მოგების მოტანა. Win 7-ის გაყიდვების ზრდამ კომპანიას ერთ კვარტალში ძალიან დიდი მოგება მოუტანა ვიდრე გასულ წელს მთლიანად. მეორე მხრიდან Microsoft ვერ შეძლებს ძიების ბაზარზე აჯობოს Google-ს, თუმცა Bing არც ისე ცუდი პროექტია და მისი პოტენციალი მხედველობაში უნდა მივიღოთ.
ასე რომ წინ თუ გავიხედავთ შეიძლება ვთქვათ რომ Goole ძალიან სწრაფად განვითარდება, Microsoft შეინარჩუნებს მის პოზიციებს ხოლო Apple დაკარგავს იმ ჯადოსნურობას, რომელსაც სტივ ჯობსი აძლევს დღეს.
ამ თემაზე უფრო ვრცლად ამ კვირის ბოლოს პოდკასტში ვაპირებ საუბარს და იმედია თქვენც დაინტერესდებით და გამოთქვამთ თქვენს აზრს კომენტარებში…

google სია თითქმის ყველაფერი და ეგ იქ ნება მალე ალბათ მონოპოლი 🙂
საძიებო სისტემა ვიდეო პორტალი მეილი ეხლა სოციალურ ქსელიც დაამატა :დ და რავი მრავალი სხვა :დ
რაღა დარჩა ერთი გუგლ ფორუმიღა დარჩა :დ
ალბათ მაგასაც გააკეთებენ :დ
გუგლ ფორუმი მაგარი იყო
თუ გინდა პოდკასტში მიიღო მონაწილეობა და ერთად განვიხილოთ საკითხები მომწერე და მოვილაპარაკოთ…
ver verkvevi ameebSi 🙂
anu diletantur doneze ra, ufro komp : ))