
კომპანია ASUS–ს დაემატება ახალი მოდელი Eee PC 1005PE-H. ახალ მინი–კომპიუტერს აქვს, პლატფორმა Intel Pine Trail, პროცესორით Atom N450,1,66 გჰც ტაქტური სიხშირით. სტანდარტული კონფიგურაციაში შედის 2 გბ ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკი 320 გბ მოცულობით. დისპლეის დიაგონალის ზომა, სტანდარტულია ამ კლასის მოწყობილობისთვის და 10,1 დიუმია. ეკრანის გარჩევადობა — 1024×600 პიქსელი.
Eee PC 1005PE-H–ს აქვს უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი (სტანდარტული IEEE 802.11b/g/n), Bluetooth და ქსელური Ethernet–კონტროლერი, ქარდრიდერი და ელემენტი მოცულობით 4400 მა/სთ (6 მოდულიანი).
ულტრაპორტატული კომპიუტერის ზომა შეადგენს 258×175×35 მმ.
მოდელი ფუნქციონირებს ოპერაციული სისტემის Windows 7 Home Premium მართვის ქვეშ, როცა ანალოგიური ნეტბუქების უმრავლესობაზე, აყენებენ Windows 7 Starter Edition პლატფორმას.
მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 350 ევროდ.
გამოყენებულია TechConnect Magazine მასალები.
