MicrosoftHardware

დესკტოპ–მონობლოკი HP TouchSmart 600 Quad

TouchSmart 600 Quad. გარე სურათი აღარ არსებობს

Hewlett-Packard–მა განაახლა პერსონალური კომპიუტერი  TouchSmart 600 Quad:  დესკტოპ–მონობლოკი აღჭურვილია Core 2 Duo პროცესორით, მწარმოებლური ჩიპით Core i7 ტაქტური სიხშირით 1,6 ან 1,73 გჰც.

ვიდეოსისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად ინტეგრირებული ადაპტერი შეიცვალა 1გბ  nVidia GeForce GT 230M ვიდეო კონტროლერით.

წინა მოდელებთან შედარებით სისტემას გააჩნია 23–დიუმიანი სენსორული დისპლეი Full HD გაფართოებით, 8გბ ოპერატიული მეხსიერება, მყარი დისკი 750გბ, 1ან 1,5 ტბ, DVD writer ან Blu-Ray-დრაივი. დესკტოპს ასევე გააჩნია ქარდრიდერი რომელსაც აქვს ფლეშ–ბარათის ექვსი ფორმატის მხარდაჭერა, Ethernet–შემაერთებელი, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth მოდული და ასევე რამდენიმე დინამიკი.

პროგრამულ პლატფორმად გამოიყენება Windows 7 Home Premium, Professional ან Ultimate ვერსია.

განახლებული TouchSmart 600 Quad გაყიდვაში  გამოვა 10 თებერვალს და  ფასი 1 699$ იქნება.

გამოყენებულია TCMagazine-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2010 ·არქივის შესახებ