მოდით განვიხილოთ თუ როგორ ჩავტვირთოთ ლინუქსის ბირთვი კომპიუტერზე რომელსაც ბიოსის ნაცვლად აქვს EFI
ამას წინათ ჩეემს მეგობარს აჩუქეს Macbook Pro 13.3 დიუმიანი დისფლეით. შემეძლო ძალიან მარტივად დამეყენებინა Ubuntu, SuSe ან Fedora მაგრამ ამჯერად რთული გზით წავედი და Gentoo-ს დაყენება გადავწყვიტე.
ინსტალაციამ უპრობლემოდ ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით კლავიატურის პრობლემას როცა LiveCD-დან ვიყავი ჩატვირთული, ბირთვი კონსოლს მხოლოდ vesafb-დან ხედავდა.
ერთადერთი, რამაც ცოტა მეტად შემაფერხა ეს იყო ბიოსის ემულაცია. მაკინტოშები ჩატვირთვისათვის იყენებენ Intel-ის EFI ტექნოლოგიას. ხოლო დანარჩენი ოპ. სისტემებისთვის Apple იყენებს ბიოსის ემულაციის დონეს. ზუსტად ამ ემულაციით იტვირთება Ubuntu მაკზე.
ბიოსის ემულაცია ერთი მხრიდან კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ტექნიკური და ჰაკერული თვალსაზრისით სუსტი და არაპროფესიონალური. მინდა ჩემი პრაქტიკული გადაწყვეტილება თქვენც გაგაცნოთ.
1. EFI იწყებს ჩატვირთვას ჩართვისთანავე.
2. ეშვება rEFIt, პროგრამა, რომელიც აფართოებს სტანდარტული ჩამტვირთის ფუნციონალს, იძლევა საშუალებას ჩატვირთვისას გამოვიყენოთ დამატებითი ბრძანებები და ა. შ.
3. ხდება FAT/HFS პარტიციები FAT/HFS (ext* არ არის მხარდაჭერილი) და ეძებს ჩამტვირთის ჩანაწერს, რომელშიც არის კატალოგი /efi/… და ჩამტვირთი ანარეკლები.
4. იტვირთება ანარეკლი Grub2 EFI FAT პარტიციიდან.
5. იტვირთება ლინუქსის ბირთვი /boot კატალოგიდან (+ initrd/initramfs თუ ეს მითითებული იქნება).
6. ბირთვი როგორც ჩვეულებრივ იტვირთება ძირეული პარტიციიდან, შესაძლებელია ნებისმიერი ფაილური სისტემის შერჩევა.
აღმოჩნდა რომ elilo ვერ ტვირთავს ლინუქსს კორექტულად ხოლო Grub 1.97.1 ითხოვს მცირე მოდიფიკაციას. ამიტომაც მე გამოვიყენე Grub2 და მოვახერხე მომეწყო /boot პარტიცია FAT ფაილურ სისტემაზე, მაგრამ ამის გამო ვარდება installkernel სკრიპტი რომელიც ბირთვის წყაროების კატალოგიდან ეშვება და ქმნის ბმულებს ახალისა და ძველ ბირთვის ანარეკლებზე.
EFI Grub2-ის ინსტალაცია მარტივია და მას ლინუქსის მცოდნე ადვილად შეძლებს.
ასევე აუცილებელია ბირთვის EFI-ის მხარდაჭერის ჩართვა. ახლა კი შეგიძლიათ მანიაკალურად დატკბეთ იმით რომ ლინუქსის ჩასატვირთად არ გჭირდებათ კიდევ ერთი დამატებითი რგოლი როგორიცაა ბიოსის ემულაცია. იმიტომ რომ ეს კიდევ ერთი პროპრიეტარული ინტერფეისია რომელიც თქვენი კონტროლის ქვეშ არაა და ვინ იცის რა იმალება მის უკან 🙂

