Macworld 2010 კონფერენციაზე რომელიც 9 – 13 თებერვალს მიმდინარეობს სან-ფრანცისკოში (აშშ), კომპანია მაიკროსოფტმა ისაუბრა Office for Mac 2011-ის შესახებ, ეს არის საოფისე პროგრამების კრებული Mac OS X ოპერაციული სისტემისათვის.

პროდუქტის საბოლოო რელიზი წლის ბოლოსთვის იგეგმება.

პროდუქტი ფოკუსირებულია კროს-პლატფორმულ თავსებადობაზე, ინსტრუმენტების ოპტიმიზაციაზ კოლექტიური მუშაობისათვის და გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისით.

თავსებადობა მაიკროსოფტის აზრით ითვალისწინებს მხოლოდ ტექსტური დოკუმენტების კორექტულ გახსნასა და გამოსახვას, ელექტრონულ ქსელებსა და პრეზენტაციებსაც ნებისმიერ მხარდაჭერილ პლატფორმაზე.

პროდუქტში გათვალისწინებული იქნება დოკუმენტების რეალურ დროში გაცვლა-გამოცვლის სისტემა, როგორც Mac-ის ასევე Microsoft-ის მომხმარებლებს შორის SkyDrive, Office Web Apps-ის საშუალებით.

«Ленточный» интерфейс Office for Mac 2011.

«ლენტური» ინტერფეისი

საფოსტო კლიენტის Entourage-ის მაგივრად იქნება  Outlook for Mac. PST ფორმატის მხარდაჭერა უზრუნველყოფს Windows-დან საფოსტო არქივების გადმოტანას. ასევე განახლდება Visual Basic-ის მაკროსების მხარდაჭერა რომელიც წინა ვერსიიდან ამოღებულ იქნა რელიზის PowerPC-დან თანამედროვე არქიტექტურაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

Office for Mac 2011 сможет подключаться к онлайновым службам коллективной работы.

Office for Mac 2011-ში შესაძლებელი იქნება ონლაინ საცავებთან დაკავშირებაც.

მომზადებულია Macworld-ის მატერიალების ბაზაზე.

2 Responses

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.