AF9BDE12-3DFE-43BA-93CC-2346ECCB1750.jpg

სურათზე გამოსახულია ფიჭური ქსელის საერთო სტრუქტურა. თავიდანვე ქსელი გაყოფილია ორ ქვექსელად – რადიოწვდომის (RAN – Radio Access Network) და კომუტაციის ანუ საყრდენი ქსელი (CN – Core Network).

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ აღწერილი ქინება ჩვენთან არსებული ქსელები იმიტომ. რომ ევროპაში ამერიკაში და აზიაში ქსელები უფრო განვითარებულია და მათი სტრუქტურა განსხვავდება ჩვენი ქსელებისაგან.

რადიოწვდომის ქსელი
ჩვენი ოპერატორების რადიოწვდომის ქსელი არის – ხანგრძლივი ევოლუციის შედეგი, ამიტომაც ისინი შეგებიან GSM ქსელებისგან (GERAN – GSM EDGE Radio Access Network) და რადიოწვდომის UMTS (UTRAN – UMTS Terrestrial Radio Access NEtwork). ურათზე ზემოთ მარცხნივ გამოსახული GERAN და მის ქვევით UTRAN. ყველაზე მეტი ცვლილება იგრძნობა GSM-დან UMTS-ზე გადასვლისას, რადგან ოპერატორს უწევს მეორე ქსელის აწყობა და ტერიტორიების ხელახალი დაფარვა.რადიოწვდომის ქსელი არის სწორედ ის აბლაბუდა, რომლითაც დაფარულია დიდი ტერიტორიები, ქალაქები და ღია ადგილები, რითაც მიიღწევა დაფარვის მაქსიმალური ფართობი.

საყრდენი ქსელი

საყრდენი ქსელი არის – ფიჭური კავშირის ბირთვი. ეპითეტი საყრდენი სორად შევარჩიე, GSM-ში ამას კომუტაციის ქსელს ეძახიან, ხოლო UMTS-ში Core Network-ს, რაც საბოლოოდ ქსელის ბურთვად შეიძლება ვთარგმონთ. ამ ბირთვში, როგორც პერიფერიული მოწყობილობები უერთდება სისტემურ ბლოკს, შეიძლება შევაერთოთ განსხვავებული რადიოწვდომის ქსელები. საყრდენი ქსელი ძალიან ნელა ვითარდება, მხოლოდ GSM-დან UMTS-ზე გადასვლა არის დიდი ნაბიჯი, თუმცა მასზე უკვე გადავიდნენ დასავლეთის ოპერატორები, აზიის ოპერატორები მხოლოდ ახლა იწყებენ მასზე გადასვლას.

საყრდენი ქსელი, მოცემულ სურათზე იყოფა ორ ნაწილად – მარჯვენა ზედა ნაწილი პასუხისმგებელია ხმოვან შეერთებებზე ან CS-შეერთებებზე (Circuit Switch), ქვედა მარჯვენა მხარე პასუხისმგებელია პაკეტურ შეერთებებზე, PS-შეერთებებზე (Packet Switch)

საყრდენი ქსელი განთავსებულია ოპერატორის ერთ ან რამდენიმე შენობაში დიდ სამანქანო დარბაზებში – უფრო მარტივად რომ ვთქვათ ვეებერთელა სერვერ-რუმებში, სადაც დამონტაჟებულია მოწყობილობების კარადები, მათ მაცივრებსაც უწოდებენ, იმიტომ რომ გარეგნულად ძალიან გავს მაცივარს 🙂

HLR

HLR – Home Location Register, საშინაო აბონენტების განთავსების რეგისტრი.

ეს დიდი მონაცემთა ბაზაა, სადაც ინახება ყველა ინფორმაცია აბონენტის შესახებ. დიდ ქსელებში, ასეთი კვანძები რამოდენიმეა და რეგიონებშია მიმოფანტული.  როცა ოპერატორს არ ყოფნის ერთი ასეთი მოწყობილობა ის იძენს მეორეს და ქმნის დისტრიბუციულ მონაცემთა ბაზას.
რა ტიპის ინფორმაცია ინახება? უმთავრესად ეს არის სერვისები, რომლებითაც აბონენტი სარგებლობს:

— გამავალი ზარების უფლება
— SMS შეტყობინებების მიღება/გაგზავნა
— საკონფერენციო ზარის უფლება
— და ქსელური მომსახურების სხვა ტიპებიაქვე ინახება იმ MSC-ის იდენტიფიკატორი, რომელ ზონაშიც იმყოფება აბონენტი მიდინარე დროს. მოგვიანებით ვნახავთ თუ რისთვისაა ეს საჭირო.

MSC/VLR

MSC – Mobile Switching Center, მობილური აბონენტების კომუტაციის ცენტრი;

VLR – Visitor Location Register, სტუმარი აბონენტების განთავსების რეესტრი.

ლოგიკურად ეს 2 განცალკევებული კვანძია, მაგრამ პროქტიკულად ეს ერთ მოწყობილობაზეა რეალიზებული.VLR ინახავს იმ ინფორმაციის ასლს რომელიც ჩაწერილი HLR-ში იმ განსხვავებით რომ მაში უკვე არ არის ინფორმაცია იმ SMC-ის შესახებ რომლის დაფარვის ზონაშიც იმყოფება აბონენტი. აქ ინახება ინფორმაცია თუ რომელიც BSC-ის ზონაში იმყოფება აბონენტი. აქაც, ჩვეულებრივ ინახება ინფორმაცია იმ აბონენტებზე რომელბიც კონრეტულად იმ SMC-ს დაფარვის ზონაში არიან რომელსაც უერთდება მოცემული VLR.

7F5E989E-2122-4E42-9EB7-C4F886B6F3B8.jpg

MSC – კალსიკური კომუტატორი (რათქმა უნდა, არა ასეთი კლასიკური, რომელიც უკვე მუზეუმშია) მისი მთავარი ფუნქციაა გამავალი ზარის გადართვა და შემომავალი ზარის მიმართულების განსაზღვრა. ამ ფუნქციის შესასრულებლად ის მიმართავს VLR-ს მასში არსებული ინფორმაციისათვის. SMC აგროვებს ინფორმაციას ბილიგნისათვის, ხოლო შემდგომში ამ ინფორმაციას აწოდებს შესაბამის სისტემებს.

AUC

AUC – Authentication Center, აბონენტების აუტენტიფიკაციის ცენტრი, ეს კვანძი უზრუნველყოფს, ბოროტმოქმედისგან დაცვას, რომ მან ვერ შეძლოს თქვენი სახელით ქსელში შესვლა. ასევე ეს კვანძჲ აგენერირებს დაშიფრვის გასაღებს, რომლითაც იშიფრება თქვენი შეერთება რადიოინტერფეისზე.

GMSC

GMSC – Gateway MSC, გეითვეი კომუტატორი. ეს კვანძჲ გამოიყენება მხოლოდ შემომავალი ზარებისათვის. პ[ერატორებს აქვს გარკვეული ნომრების ლიმიტი, ეს ლიმიტი უთავსდება გეითვეი კომუტატორს (ფიჭურს და ფიქსირებულს). როცა თქვე აკრიფავთ მეგობრის ნომერს, თქვენი ზარი აღწევს  თქვენი ქსელის კომუტატორს (MSC) ის განსაზღვრავს მის შემდგომ მიმართულებას სანამ არ მოძებნის იმ GMSC-ს რომელიც ემსახურება თქვენ მეგობარს. შემდგომში GMSC აგზავნის მოთხოვნას HLR-ზე და არკვევს თუ რომელი MSC-ის მომსახურების ზონაშია გამოძახებული აბონენტი. ამის შემდეგ ხდება ზარის გადამისამართება კონკრეტულ აბონენტთან.

SGSN

SGSN – Serving GPRS Support Node, GPRS-ის მომსახურების კვანძი. ეს კვანძი უზრუნველყოფს მოთხოვნილი APN (Access Point Name), დაშვების წერტილის მაგ. gprs.ge და ასევე აწარმოებს ტრაფიკის მონიტორინგს.

GGSN

GGSN – Gateway GPRS Support Node, GPRS მხარდაჭერის გეითვეი კვანძი, ეს კვანძი უზრუნველყოფს პაკეტების გამართულ მიწოდებას მომხმარებლებამდე.

BSC

BSC – Base Station Controller, საბაზო სადგური კონტროლერი. კვანძი, რომელსაც უერთდება საბაზო სადგურები, ის განსაზღვრავს თუ რა რესურსები უნდა გამოუყოს სადგურმა მომხმარებელს და განსაზღვრავს თუ როგორ მოხდეს ჰენდოვერები. როცა MSC მიიღებს სიგნალს შემომავალი შეტყობინების შესახებ აბონენტისათვის, კონტროლერი ატარებს პეიჯინგის პროცედურას – მასზე დაქვემდებარებული საბაზო სადგურების საშუალებით და უგზავნის გამოძახებას აბონენტს, რომელმაც უნდა უპასუხოს რომელიმე საბაზო სადგურის საშუალებით.

TRC

TRC – TRansCoder, ტრანსკოდერი. მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს GSM ფორმატიდან სტანდარტული ტელეფონიის ფორმატში საუბრის გადაყვანას, რომელიც გამოიყენება სტანდარტულ ფიქსირებული ტელეფონიაში. ასე და ამგვარად გადაიცემა საუბარი ჩვეულებრივი ქსელებიდან GSM ქსელში GMSC დან TRC მონაკვეთში.

BTS

BTS – Base Transceiver Station, საბაზო მიმღებ-გადამცემი სადგური. ეს სწორედ ის მოწყობილობაა რომელიც ყველაზე ახლოსაა მომხმარებელთა. სწორედ საბაზო სადგურები ქმნიან იმ აბლაბუდას, რომელითაც განისაზღვრება ფიჭური ოპერატორების დაფარვის არე. სწორედ მათი რაოდენობა განსაზღვრავს ტერიტორიის ფართობს რომელზეც მუშაობს ოპერატორი. ეს მოწყობილობა განსაზღვრავს და გამოყოფს კონკრეტული კავშირის არხს მომხამრებლისათვის, გარდაქმნის სიგნალს მაღალ სიხშირეზე ეთერში გადასაცემად და ასევე იძლევა მას ანტენებში გადასაცემად. ხოლო ანტენების მემგონი ყველას გვაქვს ნანახი.

უნდა აღვნიშნო ის რომ ანტენა არ არის საბაზო სადგური. საბაზო სადგური მაცივარივითაა – კარადაა მოდულებით, რომელიც სპეციალურ სათავსოში. ეს სპეციალური სათავსო – მაგ, ლურჯი ვაგონებია, რომლებიც ანძებთანაა განთავსებული თუნდაც ქალაქგარეთ.

RNC
RNC – Radio Netwok Controller, რადიოდაშვების ქსელი კონტროლერი. იგივე დანიშნულება აქვს რაც BSC-სა და GERAN-ს.

NodeB

NodeB, UMTS საბაზო სადგური. BTS და GSM-ის ანალოგიური.

თითქმის ყველა სასიცოცხლო კომპონენტი იქნა განხილული რომელიც GSM/UMTS ქსელებში გამოიყენება. არ განგვიხილავს ისეთი კვანძები როგორიცაა SMS-C (SMS – Center), MMS-C (MMS Center), WAP-GW (WAP-Gateway). რადგან აღნიშნული კვანძები უკვე მუშაობენ ჩამოთვლილი კომპონენტების ბაზაზე და ჩვენი განხილვის საგანი დღეისათვის მხოლოდ ქსელის საბაზისო მოწყობაზე იყო გათვლილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.