
კომპანია AMD-მ წარმოადგინა ვიდეობართი ATI Radeon HD 5870 Eyefinity 6 Edition, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მივიღოთ გამოსახულება ერთდროულად ექვს მონიტორზე.
სიახლე შესრულებულია 40-ნანომეტრიანი Cypress პროცესორის ბაზაზე, რომლიც შედგება 2,15 მილიარდი ტრანზისტორისაგან.
ჩიპის ბირთვის ტაქტური სიხშირე — 850 მჰც. მეხსიერება GDDR5 მოცულობით 2 გბ მუშაობს 1200 მჰც სიხშირეზე.
ადაპტერი აღჭურვილია 1600 დინებიანი პროცესორებით და 80 ტექსტურების ბლოკით.
AMD ხაზს უსვამს, რომ გრაფიკული აქსელერატორი იძლევა სურათის ფორმირების საშუალებას, რომელიც ერთობლივი გაფართოვებით 12-ჯერ აღემატება 1080р (1920×1080 პიქსელი) გამოსახულების ფომრატს.
დიისპლეების შეერთებისთვის არის ექვსი DisplayPort.
ATI Radeon HD 5870 Eyefinity 6 Edition აქვს პროგრამული ინტერფეისი DirectX 11, ATI CrossFireX და ATI Eyefinity-ის ტექნოლოგია.
ადაპტერის მწარმოებლურობა აღწევს 2,72 ტერაფლოპს (ტრილიონი ოპერაცია მცურავი მძიმით წამში); მაქსიმალური ენერგომოხმარება, ტექნიკური მახასიათებლების თანახმად, შეადგენს 188 ვტ-ს.
სიახლის შეძენა შესაძლებელი იქნება 480 დოლარად.

გამოყენებულია AMD-ის მასალები.
