მეოთხე თაობის Apple iPhone
Статусные штучки (фото Michel Arnaud / Beateworks / Corbis).გარე სურათი აღარ არსებობს
არ არის გამორიცხული, რომ მეოთხე თაობის Apple iPhone–ს ექნება სტანდარტული LTE ქსელებში მუშაობის მხარდაჭრა.
ტექნილოგია LTE (Long Term Evolution) იქნება მობილური კავშირის 3G–ის შემცვლელი, რომელსაც ექნება ხარისხობრივად ახალი სერვისები და მულტიმედიური მომსახურებები.
LTE–ქსელებში მონაცემთა გადაცემის სიჩქარემ, თეორიულად შეიძლება შეადგენოს 326 მბიტ/წმ მიმართულებით საბაზო სადგურიდან კლიენტის მოწყობილობაზე.
ის, რომ iPhone–ის შემდგეი ვერსიაში გამოჩნდება LTE მხარდაჭერა, მიუთითებს ეხლახანს Apple–ის საიტზე განთავსებული განცხადება სპეციალისტის მოძებნის შესახებ, რომლიც სათავეში ჩაუდგება, მობილური კავშირის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებს.
პოტენციური კანდიდატის მოთხოვნების სიაში შედის: WCDMA/UMTS, HSPA, HSPA+ და LTE ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა.
ადრე იყო ინფორმაცია, რომ მეოთხე თაობის iPhone–ში დაყენდება 5–მეგაპიქსელიანი კამერა.
ასევე არის ხმები, რომ კომუნიკატორს ექნება დისპლეი ორგანული შუქდიოდების (OLED) ბაზაზე და შეცვლადი (!) აკუმულატორული ელემენტი.
გამოყენებულია SlashGear–ის მასალები.
