ეტყობა Apple პაირებს მისი პატენტების დაცვას უკვე არა მარტო Nokia-თან არამედ სხვა მწარმოებლებთან მიმართებაში. სწორედ რომ შემდეგი ნაბიჯი გახდა HTC, რომლის წინააღმდეგაც საჩივარი უკვე შეტანილია და მას ბრალი ედება iPhone-ის 20 პატენტის დარღვევაში და ეს შეეხება სამომხმარებლო ინტერფეისს, არქიტექტურასა და აპარატულ ნაწილს. აი რას ამბობს სტივი:

“ჩვენ შეგვიძლია დავჯდეთ და ვუყუროთ ჩვენს კონკურენტებს თუ როგორ იპარავენ ჩვენს გამოგონებებს, თუმცა ჩვენ პასუხის გაცემაც შეგვიძლია, აი ისიც.”განაცხადა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარებ სტივ ჯობსმა. “ჩვენ ვფიქრობთ რომ კონკურენცია ჯანმრთელი უნდა იყოს, მაგრამ კონკურენტებმა იმის მაგივრად რომ შექმნან ორიგინალური ტექნოლოგიები, იპარავენ ჩვენს გამოგონებებს.”

HTC-ის განცხადებით მათ ჯერ არ მოსვლიათ ოფიციალური შეტყობინება საჩივრის შესახებ, თუმცა ეს მათთვის სიახლე არაა და მათ ამის შესახებ Apple-ის პრეს რელიზიდან შეიტყვეს. მათი განცხადებით ისინი პატივს სცემენ პატენტებს, მაგრამ მათ მიერ განხორციელებული ინოვაციების დაცვას აუცილებლად აპირებენ.

Apple-მა წარმოადგინა 700 გვერდიანი განხილვა სასამართოლოსათვის ხოლო ITC-მ წარმოადგინა სადაო მოწყობილობების სია, რომელშიც შედის Nexus One, Touch Pro, Toucj Diamond, Touch Pro2, Tilt II, Pure, Imagio, Dream / G1, myTouch 3G, Hero, HD2 და Droid Eris. ეს კი HTC-ის პროდუქტების სრული სპექტრია, როგორც Windows Mobile ასევე Android პლატფორმებზე.

ორივე დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ ფაილებში.

AppleComplaint (PDF)ITC Complaint (PDF)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.