
რუსულმა ბრენდმა Defender–მა წარმოადგინა უკაბელო ოპტიკური მაუსი Rider 205 Nano.
სიახლეს აქვს ორი სტანდარტული კლავიში და მბრუნავი გორგოლაჭი. გარდა ამისა, მაუსის კორპუსზე მოთავსებულია გადამრთველი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავააქტიუროთ ორი მგრძნობიარე სენსორული რეჟიმიდან ერთ–ერთი (500 ან 1 000 dpi).
PC-თან შესაერთებლად განკუთვნილია მინიატურული USB-რადიომიმღები, რომელიც მუშაობს 2,4 გჰც სიხშირეზე. მანიპულატორის ტრანსპორტირების დროს მისი შენახვა შეიძლება კორპუსის სპეციალურ განყოფილებაში.
მაუსის სიმეტრიული კორპუსი დამზადებულია სამი მატერიალისგან, სხვადასხვა ფაქტურით. ზედა ნაწილი დაფარულია ხავერდოვანი პლასტიკით და აქვს პრიალა ზედაპირი, ხოლო გვერდებზე აქვს რეზინის ელემენტები, რომელის მეშვეობითაც უფრო მოხერხებული ხდება მაუსის გამოყენება.
ААА-ფორმატის ორი ელემენტის მეშვეობით Defender Rider 205 Nano–ს შეუძლია იმუშავოს სამი თვე რაც ძალიან ეფექტური ენერგომოხმარების ნიშანია.
გამოყენებულია Defender–ის მასალები.
