Самая легкая версия Precision M4500 весит 2,72 кг.

კომპანია Dell–მა ნოუთბუქების  Vostro 3000–ის მოდელებთან ერთად წარმოადგინა ლეპტოპი  Precision M4500.

სიახლე არის  «მობილური სამუშაო სადგური», რომელიც უფრო მეტად განკუთვნილია 3D–დიზაინერებისთვის, მეცნიერებისთვის და ინჟინერებისთვის.

ნოუთბუქი შეილება აღჭურვილი იყოს პროფესიონალური ვიდეოადაპტერებით nVidia Quadro FX 1800M და Quadro FX 880M 1 გბ RAM–ით, 16 გბ–მდე ოპერატიული მეხსიერებით, ასევე Intel Core i5 ან i7 (რომელიც  მოიცავს Extreme–ჩიპის ბოლო  ვერსიას) პროცესორებით. Dell Precision M4500 აქვს 15,6-დიუმიანი ეკრანი წერტილოვანი გაფართოებით 1920×1080 (Full HD) და შუქდიოდური განათებით. აკუმულატორი შეიძლება შედგებოდეს 9 ან 12 ელემენტისგან.

ზომის მიხედვით ხელმისაწვდომია 3-მეგაპიქსელური ვებ–კამერა, სწრაფი 64-გბ–ანი (SSD) დრაივერი  Mini Card–ის ფორმატში, რომელიც უფრო მეტად განკუთვნილია ოპ. სისტემის შენახვისთვის, ასევე უნივერსალური მოდემი Gobi 2.0 და 100%–ით sRGB ფერების სივრცის აღქმა.

სიახლის გაყიდვაში გამოსვლა დაიწყება უახლოეს მომავალში. Dell Precision M450 ბაზური ვერსიის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია TechConnect Magazine–ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.