У ноутбуков влагонепроницаемая клавиатура, защищающая электронику от случайно пролитой жидкости.

Dell–მა წარმოადგინა ახალი ბიზნეს–კლასის ნოთბუქები Vostro 3000.

ანონსში შევიდა შემდეგი მოდელები: Vostro 3300, 3400, 3500 და 3700, რომლებიც აღჭურვილია 13,3, 14, 15,6 და17,3 დიუმიანი დისპლეის დიაგონალით.

მოდიფიკაციიდან გამომდინარე ლეფტოპებს აქვთ Intel Core i3 ან Core i5–ის ბოლო თაობის პროცესორები; Vostro 3700–ში ოპციისთვის შემოთავაზებულია Core i7–ის ჩიპის დაყენება.

ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 8 გბ; მყარი დისკის მოცულობა აღწევს 500 გბ–მდე.

ნოუთბუქები აღჭურვილია მრავალფორმატიანი DVD-ჩამწერით, 2–მეგაპიქსელიანი ვებ–კამერით, ქსელური ადაპტერით Gigabit Ethernet, უკაბელო კავშირის კონტროლერებით Wi-Fi (802.11 b/g/n) და Bluetooth 2.1, WWAN მოდულით და თითის ანაბეჭდის აღების სენსორით.

გრაფიკული მუშოაბისთვის მოწყობილობას ბაზურ კონფიგურაციაში აქვს Intel–ის ინტეგრირებული ვიდეოადაპტერი.

განცალკევებით შესაძლებელია დისკრეტული აქსელერატორის GeForce 310M დაყენება მესეხსიერებით 512 მბ (Vostro 3700–ის მოდელისთვის ასევე შესაძლებელია ამაჩქარებლის არჩევა GeForce GT 330M მეხსიერებით 1 გბ ).

ოპერაციული სისტემა — Windows XP, Windows Vista, Windows 7 ან Ubuntu Linux.

ფასი: 800 დოლარიდან.

გამოყენებულია TechConnect Magazine–ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.