როგორც ინტერნეტ-გამოცემები იუწყებიან, შემდეგ კვირაში კომპანია Google ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ ის წყვეტს მუშაობას ჩინეთის ტერიტორიაზე.
ჩინეთის მთავრობასა და საძიებო გიგანტს შორის კონფლიქტი წლის დასაწყისში გაჩაღდა. კომპანიის სერვერბზე მაშტაბური და მიზანმიმართული შეტევა განხორციელდა, რომლის ორგანიზატორად ოფიციალური პეკინი მიიჩნევა. ამის შემდეგ Google-მა შეწყვიტა ჩინური საძიებო რეზულტატების რედაქტირება და მიიღო გადაწყვეტილება წასულიყო ამ ქვეყნიდან.
დღევანდელი ინფორმაციით Google ჩინეთიდან წასვლის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.
დღესვე გადაწყდებ 700 თანამშრომლის ბედიც, რომლებიც ჩინურ Google-ში მუშაობდნენ.

არაოფიციალური ინფორმაციით ეს პროცესი დასრულდება 10 აპრილს, თუმცა ჯერ გაურკვეველია აპირებს თუ არა Google სრულად დატოვოს ჩინეთი თუ მხოლოდ საძიებო ბიზნესის დახურვეას აპირებს. კომპანიას აქვს ოფისები პეკინში შანხაისადა გუანჩჟოუში.
მომზადებულია Bloomberg-ის მასალებზე დაყრდნობით.
