Google, Intel, Sony და Logitech იწყებენ მუშაობას ახალ პროექტზე Google TV. დაგეგმილია, რომ ახალი სერვისის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია შევიდეს ინტერნეტში ტელევიზორის საშუალებით. წყაროები იტყობინებიან, რომ კომპანიები Google TV-ის აპარატული ნაწილის განხორციელებაზე მუშაობენ

ახალი სერვისი წარმოდგენილი იქნება სპეციალური მოწყობილობის სახით რომელიც ტელევიზორს მიუერთდება და მოსალოდელია რომ პროგრამული პლატფორმა ამ ყველაფრისთვის იქნება Google Android მობილური ოპ. სისტემა, აპარატულად კი მისი საფუძველი Intel Atom პროცესორი იქნება. აღსანიშნავია ისიც რომ ამ მოწყობილობისათვის შესაძლებელი იქნება დამატებითი პროგრამული და აპარატული მოდულების შექმნა უკვე სხვა მწარმოებლების მიერ.

OMG 😀