გარდა იაფფასიანი Android ტაბლეტებისა CeBIT 2010-ზე წარმოდგენილი იქნა Hanvon Touchpad BC10C, ელეგანტური მულტითაჩ Windows 7 მოწყობილობა რომელის სპეციფიკაციებიც ჰაი-ენდ ნეტბუქის მონაცემებს უტოლდება. მას აქვს 1.3 გჰც. Celeron პროცესორი, GMA 4500 გრაფიკული ჩიპი – და თუ როდის გამოვა ის ევროპასა და ამერიკაში შეგვიძლია მხოლოდ ვიოცნებოთ. მისი ფასი დაახლოებით 877 დოლარი იქნება. მას 1080p მაღალი ხარისხის ვიდეოს გაშვება შეუძლია და აქვს Microsoft Surface-ის მსგავსი პროგრამების მხარდაჭერა. 3,5 საათი ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა არც ისე დიდი დროა მაგრამ გაჯეტის სპეციფიკაციებიდან გამომდინარე ეს ნორმალურია.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=7_1_ix4qP88

