
გამოჩნდა არაოფიციალური ინფორმაცია კომუნიკატორის Touch Pro3–ის შესახებ, რომელიც, როგორც მოსალოდნელია უახლოს მომავალში იქნება წარმოდგენილი კომპანია HTC–ის მიერ.
სმარტფონ Touch Pro3 უნდა იყოს Touch Pro2–ის შემცვლელი, აღჭურვილი 3,6-დიუმიანი სენსორული დისპლეით, GPS-მიმღებით, 3,2-მეგაპიქსელიანი კამერით, microSD ფორმატის ფლეშ–ბარათის სლოტით, მოდულებით Bluetooth 2.0+EDR და Wi-Fi (IEEE 802.11b/g).
დაუზუსტებელი ინფორმაციით, სიახლე შესრულებული იქნება «სლაიდერის» ფორმფაქტორზე და აღჭურვილი იქნება QWERTY-კლავიატურით. პროგრამულ პლათფორმად, არჩეულია ოპერაციული სისტემა Windows Mobile 6.5.
არსებული მონაცემებით, მოწყობილობას ექნება, Qualcomm–ის პროცესორი სიხშირით 600 მჰც, 3–დიუმიანი სენსორული დისპლეი გაფართოვებით WQVGA (240×400), უკაბელო კავშირის ადაპტერი Wi-Fi (802.11b/g) და Bluetooth (2.1+EDR), GPS მიმღები, 3,2-მეგაპიქსელიანი კამერა და 512 მბ ფლეშ–მეხსიერება.
ინტერნეტში გავრცელებული ინფორამაციის მიხედვით, Touch Pro3–ის პრეზენტაცია შედგება ზაფხულში.
გამოყენებულია SlashGear–ის მასალები.
