Apple–მა გამოაცხადა iPad პლანშეტური კომპიუტერის გაყიდვის დაწყების თარიღი , რომელიც წარმოდგენილი იყო საზოგადოებისთვის 27 იანვარს.

iPad ვერსიის ყიდვა, ჩადგმული 3G–მოდემის გარეშე, აშშ–ში შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის 3 აპრილიდან, ხოლო მოდიფიკაცია მესამე თაობის ქსელების მხარდაჭერით ხელმისაწვდომი იქნება ამ თვის ბოლოს. ხელშეკრულების გაფორმება ორივე გაჯეტის შეკვეთის შესახებ  შეიძლება 12 მარტიდან.

iPad–ის გაყიდვა ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, იაპონიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში და დიდ ბრიტანეთში დაიწყება აპრილის ბოლოს. მყიდველებს შესთავაზებენ ვერსიებს, როგორც 3G–მოდულიანს, ასევე მის გარეშეც. წლის ბოლოს კომპიუტერი გაყიდვაში გამოვა ასევე სხვა ქვეყნებშიც.

შედარებით ხელმისაწვდომი iPad–ის ვერსია 3G–მოდულის გარეშე და აღჭურვილი 16 გბ ჩადგმული მეხსიერებით, აშშ–ში ეღირება $499. ხოლო 3G–მოდულით, მოდემით და 64 გბ მეხსიერებით ეღირება $829.

გამოყენებულია Apple–ის და Engadget–ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.