ს
Engadget Show–ზე წარმოდენილი იყო ძველი კომუნიკატორის პროტოტიპი Windows Phone 7 Series–ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ,რომელიც წარმოადგინა აარომ ვუდმენმა, Microsoft–ის მობილური ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა.
სმარტფონის მწარმოებელი არის ჩრდილოკორეული კომპანია LG Electronics.
დღეისთვის აპარატის შესახებ ცნობილია, რომ მას აქვს გამოსაწევი QWERTY-კლავიატურა, სენსორული დისპლეი, 5 მეგაპიქსელიანი კამერა flash–ით და 3,5–მილიმეტრიანი აუდიო ბუდით. მთავარ პანელზე არის სამი მმართველი ღილაკი. “შესვლა”, “უკან” და “ძიება”. შეგახსენებთ, რომ ამ ღილაკების არსებობა არის ერთერთი აუცილებელი მოთხოვნა “მაიკროსოფტ” მოწყობილობასთან Windows Phone 7 Series ბაზაზე.
ეხლახანს ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ LG Electronics გამოუშვებს ამ წლის სექტემბერში, პირველ Windows-სმარტფონის ახალ თაობას.
ხმების მიხედვით ეს იქნება აპარატი კოდური სახელით Apollo, აღჭურვილი 3,8 დიუმიანი AMOLED–დისპლეით და 10–მეგაპიქსელიანი კამერით, რომელსაც ექნება HD ვიედოს ჩაწერის ფუნქცია 720p პორმატში. აშკარაა, რომ ბატონმა ვუდმენმა პუბლიკას წარმოუდგინა სხვა მოწყობილობა, რომელიც უფრო დაბალ კლასს განეკუთვნება.

გამოყენებულია Engadget–ის მასალები.
