2 მარტს, სამშაბათს, ოპერამ მისი ინტერნეტ მეგზურის ახალი ვერსიის გამოშვების შესახებ ამცნო მსოფლიოს. საუბარია Opera 10.5 ვერსიაზე, როგორც კომპანიაში იუწყებიან windows – ის ოპერაციული სისტემისათვის ეს არის დღემდე არსებულ ყველაზე სწრაფი ინტერნეტ ბრაუზერი, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და პრივატული ბრაუზინგის ფუნქციით. კიბერსივრცეში მისი გამოჩენა დაემთხვა Microsoft-ის მიერ ევროპელი მომხმარებლებისათვის ე.წ. „საარჩევნო ყუთის“ შემოთავაზების იდეას.
„Opera 10.50 უსწრაფესი ბრაუზერია, რომელმაც წარმატებით გაიარა სიჩქარის შესამოწმებელი ყველა ტესტი“ – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში ლარს ბოილსენმა. ის იყენებს ახალი JavaScript -ის ძრავს Carakan და უახლეს გრაფიკულ ბიბლიოთეკას Vega-ს, რათაც იგი ხდება უსწრაფესი windows – ის პლათფორმისათვის. სხვათაშორის, Google Chrome აცხადებს პრეტენზიას იგივე ტექნოლოგიაზე.
აღსანიშნავია, რომ Opera 10.5 სამშაბათიდან მილიონობით ევროპელი მომხმარებლის ეკრანზე უკვე გამოჩნდა Microsoft – ის მიერ შემოთავაზებული ე.წ. „საარჩევნო ყუთის“ მეშვეობით, ხოლო ამჟამინდელი მონაცემებით მას მსოფლიო ბრაუზერების ბაზრის 1, 78% აქვს ათვისებული, ამ მაჩვენებლით ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება Microsoft-ის ინტერნეტ ექსპლორერს.
პირველი, თვალშისაცემი ცვლილება ბრაუზერში არის მისი განსხვავებული ინტერფეისი და მენიუს ზოლში ჩამატებული ახალი ღილაკები, რამაც ჩაანაცვლა ე.წ. „ტრადიციული ინტერფეისი“. ახალი გვერდის (ჩანართის) გასხნა კი ძალიან წააგავს Google Chrome -ში ანალოგიური ოპერაციის შესრულებას. მასში ასევე გათვალისწინებულია ინტეგრაცია windows 7 – ის ოპერაციული სისტემის ინტერფეისთან: Aero Glass, Aero Peek, და Jump – თან.
განსხვავებით Google Chrome – სა და Apple Safari – საგან ის მომხმარებლს „პრივატულად“ (ფარულად) მუშაობის საშუალებას აძლევს, „წინდაუხედავი“ ნაბიჯი კი ალბათ ის არის, რომ ეს ვერსია ხელმისაწვდომი არ არის Linux და Macintosh – ის ოპერაციული სისტემითვის, თუმცა ოფოციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით სხვა ოპერაციული სისტემიბისათვის ხელმისაწვდომი Opera 10.5 „მალე გამოვა“.
გამომყენებულია: http://www.pcworld.com/ მასალები.


“პრივატულად” მუშაობის საშუალება google chrome შიც შესაძლებელია – New incognito window
სრული პრივატულობაა ნაგულისხმევი, რაც პროქსი სერვერებით სარგებლობას და კიდევ რამოდენიმე ოპციას გულისხმობს.
What a good piece of defending, thanks dude for backing up 🙂