არც ისე დიდი ხანია მას შემდეგ რაც კომპანიამ Canonical, რომელიც ამუშავებს დისტრივუტივს Ubuntu Linux გამოაცხადა მუსიკალური მაღაზიის გაშვების შესახებ. Ubuntu One Music Store ჩაშენებული იქნება Rhytmbox მედია ფლეერში და გამოვა დისტრიბუტივის შემდეგ 10,04 რელიზში. მაღაზიაში შეიძლება განთავსებული მუსიკალური კომპოზიციებისა და ალბომების შეძენა და ჩამოტვირთვა.
მაღაზია თანამშრომლობს 7digital ონლაინ დისტრიბუტორთან, რომელიც 4 მილიონზე მეტ სიმღერას სთავაზობს მომხმარებელს MP3 ფორმატში DRM-ის გარეშე. Canonical და 7digital-მა შექმნეს ერთობლივი სერვისი რომლის საშუალებითაც Ubuntu-ს და UbuntuONE Cloud-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ამ მუსიკით სარგებლობა.
მაღაზია განთავსებულია Rhytmboხ-ის გვერდითა პანელში. მასზე მიმართვისას იხსნება მაღაზიის ინტერფეისი. სერვისი წარმოდგენილია ვებ-საიტის სახით რომელიც WebKit-ის საშუალებით გამოისახება. ვებ საიტის გამოყენება უფრო მოხერხებულსა და ელეგანტურს ხდის მუსიკალური მაღაზიის ინტერფეისს.

მთავარ გვერდზე გამოსახულია პოპულარული და რეკომენდებული მუსიკალური კმპოზიციები და ალბომები. შესაძლებელია ჟანრების მიხედვითაც მუსიკის შერჩევაც. ასევე შეიძლება ნახოთ ბოლოს დამატებული კომპოზიციები.

ალბომის არჩევის შემდეგ გამოისახება ხელმისაწვდომი ბილიკების სია თანდართული ფასითა და ჩამოტვირთვის ღილაკებით. შესაძლებელია კომპოზიციის მოსმენაც 60 წამიანი აუდიო ფაილის გაშვებით.

გათვალისწინებულია გადახდის რამოდენიმე სქემა რომელთა შორის არის საკრედიტო ბარათები და PayPal.
მუსიკის ყიდვის შემდეგ აუდიო ფაილი ავტომატურად იგზავნება მომხმარებლის UbuntuONE ღრუბელში. ეს იმას ნიშნავს რომ სერვისი ინტეგრირეულია ღრუბელთან და ლოკალური ინფორმაციის დაკარგვის შემთხვევაში აუდიო ბილიკები მმომხმარებლის ღრუბელში იქნება შენახული.

შეძენილი ფაილების ჩამოტვირთვა და მოსმენა შესაძლებელი იქნება UbuntuONE_ის ვებ-ინტერფეისიდანაც. მუსიკა კოდირებულია MP3 ფორმატში რაც გასაკვირი არ არის თუმცა ლინუქსის მომხმარებლები ხშირად ამჯობინებენ პროპრიეტარული სტანდარტების ნაცვლად გამოიყენონ OggVorbis ფორმატი, თუმცა Ubuntu-ში MP3 ფაილების დაკვრის პრობლემა პროაქტიკულად არ არსებობს მას შემდეგ რაც MP3 ფაილის დაკვრის პირველივე მცდელობისას სისტემა გვთავაოზბს შესაბამისი კოდეკის ინსტალაციის პროცედურას.
ეს ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სამომხამარებლო ბაზარზე ოპ-სისტემის განვითარებისათვის და Canonical-ის წარმატება გარანტირებულია იმ შემთხვევაში თუ ეს სერვისი უფრო დაიხვეწება და დაემატება ახალი ფუნქციონალური შესაძლებლობები.
