
WES 2010 -ზე RIM-მა წარმოადგინა პირველი ვიდეო რეკლამა მისი ახალი მობილური პლატფორმისათვის BlackBerry 6. ეკრანზე იმდენი მოძრაობაა, რომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს RIM-ს არ უნდა მისი ახალი ოპ. სისტემის რეალური შესაძლებლობების ჩვენება. რისი დანახვაც მოხერხდა ეს იყო CoverFlow-მუსიკის ორგანაიზერში, ეკრანული კლავიატურა, დიალოგური მესიჯინგი, Facebook და Twitter-ის კლიენტები, ასევე WebKit ბრაუზერი. ვიდეოში ნაჩვენები ინტერფეისი არამულტითაჩ მოწყობილობებზეც იქნება გამოყენებული.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=OW84TItFEmo
