167324C2-E973-4FF6-8861-2B7AD5628021.jpg

Classmate PC-ის  ნოუთბუქების მწარმოებელი, კომპანია Computer Technology Link (CTL), აპირებს პლანშეტური კომპიუტერების ბაზარზე გასვლას.

როგორც გვამცნობენ CTL-ს წარმომადგენლები, პლანშეტს ექნება რაც შეიძლება ფართო ფუქციონალი.

მოწყობილობამ მიიღო დასახელება 2go PC Slate: ცნობილია რომ მის ბაზაში ჩადებულია Intel Pine Trail-ის აპარატული პლათფორმა, რომელიც მოიცავს პროცესორს Atom N450 ტაქტური სიხშირით 1,66 მჰც, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 ან 2 გბ; ჩადგმული ”ვინჩესტერის” მოცულობა ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

2go PC Slate-ს დისპლეის დიაგონალი — 10 დიუმია; დაგეგმილია მულტითაჩ ინტერფეისის  რეალიზაცია. პლანშეტის არსენალში — 2-მეგაპიქსელიანი კამერა, Ethernet- ადაპტერი და ორი USB პორტი.

CTL-ში აღნიშეს, რომ სიახლე მიიღებს Adobe Flash-ის მხარდაჭერას, რომელიც არ აქვს Apple iPad-ს. პროგრამულ პლათფორმად იგეგმება Windows 7 Home Premium  ან Professional-ის გამოყენება.

სიახალე ბაზარზე გამოჩნდება, სავარაუდოდ ზაფხულში და მისი ფასი იქნება 500-დოლარამდე.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=HiFEderASLI

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.