
ინტერნეტში გამოჩნდა Dell-ის ორი პლანშეტური კომპიუტერის სურათი.
შეგახსენებთ, რომ ასეთი ტიპის პირველი მოწყობილობა, ზემოთხსენებული კომპანიის, არის 5-დიუმიანი მოდელი Mini 5, რომელიც წარმოდგენილი იყო Mobile World Congress 2010-ის (ბარსელონა, ესპანეთი) ჩვენებაზე. არსებული ცნობით, პროდუქტი გაყიდვაში გამოვა 2010 წლის ზაფხულში.
ადრევე ცნობილი იყო, რომ Dell არ დაკმაყოფილდებოდა მხოლოდ Mini 5-ით და ბაზარზე მალე გამოჩნდებოდა პლანშეტური კომპიუტერების რამოდენიმე მოდელი (ამ ხაზის კოდური სახელია — Streak). როგორც უკვე გაირკვა, გამოვა ორი მოდელი: პირველი, რომელსაც გააჩნია 7-დიუმიანი თაჩსქრინი და მეორე — სენსორული დისპლეი 10 დიუმიანი დიაგონალით. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია; არ არის გამორიცხული, რომ ორივე პლანშეტი გამოვიდეს Android-ის პლადფორმაზე (ეს პლადფორმა გამოიყენება Mini 5-ში).
გავრცელდა ჭორი, რომ Dell Mini 7-ის შეძენა შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის ბოლოს.
გამოყენებულია Engadget-ის მასალები.
