
Dell Latitude-მ შევასო ნოუთბუქების ხაზი ახალი მოდელით E6410 ATG, რომელსაც აქვს მყარი კორპუსი.
პორტატული კომპიუტერი დამზადებულია ამერიკული სამხედრო MIL-STD 810G სტანდარტით და უძლებს მაღალ ვიბრაციას, დარტყმას, სინესტეს და ცვალებად ტემპერატურას.
ნოუთბუქი აღჭურვილია პროცესორ Intel Core i7-620M ტაქტური სიხშირით 2,66 გჰც და Turbo Boost ტექნოლოგიის მხარდაჭერით. ოპერატიული მეხსიერება — 8 გბ; შეიძლება დაყენდეს მყარი დისკი მოცულობით 500 გბ.
სიახლე აღჭურვილია 14,1 დიუმიანი მონიტორით, შუქდიოდური განათებით, გაფართოებით 1280×800 პიქსელი და სენსორული პანელით. კომპიუტერს ასევე გააჩნია ინტეგრირებული ვიდეოადაფტერი Intel, კონტროლერები Gigabit Ethernet და Wi-Fi (802.11a/b/g/n), DVD-ჩამწერი, ვებკამერა და ქარდრიდერი «6 1-ში». დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში შეიძლება შეუკვეთოთ Blu-ray-ჩამწერი, WiMAX და Bluetooth მოდული, ასევე სენსორი თითის ანაბეჭდის ასაღებად.
კომპიუტერის ზომები — 341×246×33–40 მმ. PC-ზე შეიძლება დაყენდეს ოპერაციული სისტემა Windows 7 ან Windows Vista.
Latitude E6410 ATG-ს მასი შეადგენს 1 600 დოლარი.
გამოყენებულია Dell-ის მასალები.
