
ინტერნეტში გავრცელდა ახალი ინფორმაცია 7-დიუმიან პლანშეტურ კომპიუტერზე, რომელსაც აწარმოებს კომპანია Dell. პირველი ინფორმაცია სიახლის შესახებ გამოქვეყნებული იყო რამდენიმე დღის წინ. მოწყობილობას ეწოდა Dell Looking Glass; ეს სახელი კომპიუტერის კოდური დასახელებაა და გაყიდვაში გამოვა სხვა ინდექსით.
პლანშეტი აღჭურვილია: nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმით, 4 გბ ოპერატიული მეხსიერებით, ფლეშ-მეხსიერება ანალოგიური მოცულობით, MMC/SD/SDHC (32 გბ-მდე) ფორმატის მეხსიერების ბარათის სლოტით, Bluetooth მოდულით ვერსია 3.0 ვერსია, Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n) ადაფტერით, აქსელერატორით, ციფრული კომპასით, GPS მიმღები A-GPS მხარდაჭერით, 1,3 მეგაპიქსელიანი ვებ-კამერით და აკუმულატორით 2100 მა/სთ.
კომპიუტერის დისპლეის გააჩნია წერტილოვანი (WVGA) 480×800 გაფართოვება, მულტითაჩ ტექნოლოგიის მხარდაჭერით. პლანშეტს ასევე გააჩნია 3G-მოდული და ციფრული TV-ტუნერი (ATSC/ATSC-MH/DVB-T). Dell Looking Glass პროგრამულ პლადფორმად იყენებს Android-ის 2.1 ვერიას.
სიახლის ზომები — 198×130×12,75 მმ, წონა — 500 გრ.
გამოყენებულია Engadget-ის მასალები.
