დამფუძნებელი, პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ Dell.

Dell გეგმავს ორი ნეტბუქის გამოშვებას — Sparta და Athens, რომლებშიც გამოყენებული იქნება პროცესორები ARM-ის არქიტექტურის ბაზაზე.

პროგრამულ პლათფორმად არჩეულია  ოპერაციული სისტემა Linux-ის ბირთვის ბაზაზე. ეს შეიძლება იყოს Google Android ან Moblin.

Sparta — ტრანსფორმირებული პორტატული კომპიუტერი სენსორული დისპლეით, ხოლო Athens —კლასიკური ნეტბუქი. ეკრანების დიაგონალი შეადგენს 11 დიუმს, გაფართოვებით 1024×768 პიქსელი.  მოწყობილობის სხვა მახასიათებლებს შორის ნახსენებია Wi-Fi-ის და Bluetooth-ის ადაპტერების დაყენების შესაძლებლობა და ასევე 3G მოდული მობილურ ქსელებში სამუშაოდ.

Sparta, როგორც მოსალოდნელია, წარმოდგენილი იქნება შემდეგ კვარტალში — სავარაუდოდ ივლისში. Athens ანონსი დაგეგმილია 2011 წლის იანვარ-თებერვალში.

ასევე აღსანიშნავია, რომ  7-დიუმიანი პლანშეტი Dell Looking Glass წარმოდგენილი იქნება აგვისტოში ან სექტემბერში, ხოლი 2011 წლის თებერვალში გამოვა მისი გაუმჯობესებული ვერსია TV-ტუნერით.

გამოყენებულია Android Central-ის მასალები.

One Response

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.