Eken M001: პლანშეტი Google Android ან Windows CE 6.0-ის ბაზაზე
ჩინურმა კომპანია Eken-მა გამოუშვა პლანშეტური კომპიუტერი M001 7-დიუმიანი დისპლეით.
გაჯეტს გააჩნია 600-მეგაჰერციანი პროცესორი ARM ბირთვით; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 128 მბ-ს. ოპერაციული სისტემის და მონაცემების შესანახად გამოიყენება 2 გბ ფლეშ-მეხსიერება; შესაძლებელია Secure Digital-ის (მაქსიმუმ — 32 გბ) გამოყენება.
სენსორული ეკრანის გარჩევადობა არის 800×480 პიქსელი; ქსელური ადაპტერი — 10/100 Ethernet და Wi-Fi. მოწყობილობას ასევე გააჩნია პორტი მიკროფონის შესაერთებლად.
პლანშეტში პროგრამულ პლატფორმად გამოიყენებული იქნება Google Android ან Windows CE 6.0.
ინტერნეტ მაღაზიები უკვე გვთავაზობენ Eken M001-ს; გაჯეტის ფასი — 140–150 დოლარი.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=C4OCItW6ecc
გამოყენებულია Eken-ის მასალები.
დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2010 ·არქივის შესახებ

