3B16EF09-A17A-4226-B92D-7F7288E82588.jpg
Google-ის საძიებო სისტემაში დაიწყო საიტების სორტირება ახალი პარამეტრის გათვალისწინებით – “საიტის სიჩქარე”. დეველოპერები არ მალავენ, რომ თვითონ თვლიან საიტის სჩქარეს მნიშვნელოვან ფაქტორად და თვლიან, რომ მომხმარებლებიც იზიარებენ ამ აზრს.

საიტის სიჩქარეში Google გულისხმობს გაგზავნილ მოთხოვნებზე პასუხის სისწრაფეს. შესაძლოა საუბარი იყოს Google-ის რობოტის მიერ გენერირებულ მოთხოვნებზე, რომელიც საიტებს ინდექსაციას უკეთებს, თუმცა კომპანიაში ამბობენ რომ, საიტის სიჩქარის გამოსათვლელად რამოდენიმე მეთოდს იყენებენ ერთდროულად.

გუგლში თვლიან, რომ საიტების სჩქარე უმნიშვნელოვანესია ინტერნეტის განვითარებისთვის. როგორც გაირკვა კომპანიის მიერ წარმოებული კვლევების შედეგად გაირკვა, რომ რაც უფრო სწრაფად იხსნება საიტი მით უფრო კმაყოფილია მომხმარებელი. აღსანიშნავია ისიც რომ საიტის მეპატრონეებმაც უნდა იზრუნონ ინფორმაციის დამუშავების სიჩქარეზე, რითაც მათი სერვერების საოპერაციო ხარჯებიც შემცირდება.

ვებმასტერებისთვის გამოქვეყნდა რეკომენდაციები სადაც მითითებულია ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარებათ მათ საიტის აჩქარებაში. ჩამონათვალში მოხსენიებულია Firefox-ის ჩანართი Page Speed, ინსტრუმენტები YSlow Yahoo-გან და WebPagetest. ასევე საკუთარი უტილიტები Webmaster Tools-დან.

2 Responses

  1. რა თქმა უნდა დიდი კოეფიციენტი არ ექნება მაგრამ, საიტების ავტორებს მოუწევთ ნორმალური კოდის წერა რაც თავისთავად ვების დახვეწას და გაუმჯობესებას გამოიწვევს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.