
თავის დროზე (2007 წლის 16 ოქტომბერს) კომპანია ASUS-მა წარმოადგინა მობილური მოწყობილობების ახალი ტიპი – მათ შექმნეს ნეტბუქი. მთელი ინტერნეტი გადავსებული იყო ერთი მთავარი თემით სადაც ყველაზე მეტად Eee სიტყვა ფიგურირებდა. ძალიან მალე ბევრამ სხვა კომპანიამაც დაიწყო მსგავსი პროდუქტების წარმოება და საკმაო წარმატებებსაც მიაღწიეს.
სუფთა სისხლის Eee-კი ახლაც გამოდის და ახლდება მისი მოდელები უახლესი აპარატურითა და ფუნქციებით. ხან WiMax მოდულს ჩადგამენ, ხან ეკრანს გაადიდებენ, ხან კი Intel-ის ახალ Atom პროცესორს ჩაამონტაჟებენ. მოკელდ სექტორი შეიქმნა და ის აუცილებლად შეინარჩუნებს აქტუალობას.
ამასობაში ყველას დაავიწყდა თუ რას ნიშნავდა სამი E სიმბოლო პროდუქტის დასახელებაში. თავიდან მათი მნიშვნელობა იყო “Easy to learn, Easy to play and Easy to work” – ამ შესანიშნავ სლოგანში ჩაეტიყა ყველაფერი რაც პროდუქტის წარსადგენად იყო აუცილებელი. ამ სლოგანის აბსოლუტურად გამართლებისათვის საჭირო იყო სწორი ფასების შერჩევა – თუმცა ფასი აპარატურაზეა დამოკიდებული ყოველთვის. მთავარი იყო Intel Atom პროცესორები რომლებიც დროთა განმავლობაში დაიხვეწა და სლოგანიც შეიცვალა “Easy, Excellent, Exciting” – თუმცა კომპანიისგან არავინ არ მოელოდა ახალი ტიპის მოწყობილობის გამოშვებას სახელით ASUS Eee Keyboard.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ეს მოწყობილობე ხელში ვერ ჩავიგდე, ასე რომ ფოტოებს ვერ დავდებ სადაც მე თვითონ დავატესტირებ მოწყობილობის მახასიათებლებს. და რაც მთავარია ეს მოწყობილობა ნორმალურად წარმოდგენილ იქნა CeBIT 2010 გამოფენაზე, რის შემდეგაც გადავწყვიტე ამ რევიუს გამოქვეყნება.
მოკლედ ეს უბრალოდ კლავიატურა არ არის, ეს არის ASUS EeeKeyboard PC EK 1542. წარმოდგენა არა მაქვს თუ რას ნიშნავს ეს მარკირება, მაგრამ ცნობილია, რომ მოწყობილობის შიგნით არის Intel Atom N270 პროცესორი ტაქტური სიხშირით 1.6 გჰც. ის შეიძლება უკვე მოძველებული იყოს, თუმცა ეს ფასზე დადებითად იმოქმედებს. დამატებით გვაქვს 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, და 16 ან 32 გიგაბაიტიანი SSD ნამდვილად მყარი დისკი. HDMI პორტი, 802.11b/g/n უკაბელო ქსელი, Bluetooth 2.1, მინიატურული დინამიკები, 5-დიუმინაი მულტისენსორული ეკრანი… ეს ყველაფერი ერთად არის საშინაო მედია ცენტრი და არის უბრალოდ კლავიატურისა და პერსონალური კომპიუტერის სიმბიოზი. საუბარი არ არის უბრალოდ კლავიატურაზე, ის ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია.

კლავიშებს შორის, რომლებიც სხვათაშორის გამოირჩევა ღია ლურჯი განათებით, დამალულია ორი უბრალო სტერეოდინამიკი. მოწყობილობა Power-ზე დაჭერის შემდეგ ირთვება, რომელიც მარჯვენა ზედა კუთხეშია განთვსებული. მის ქვევით არის ღილაკი Home, კლავიატურის გვერდზე არის ეკრანი და მის ზემოთ სტატუსის ინდიკატორები.

ყველა ფუნქციონალური ბუდე არის მომხმარებლისგან შორს, წინა გვერდითა პანელზე: სტილუსი, WiFi ანტენის პორტი, სამი USB პორტი, კვების ბუდე, აკუმულატორის მუშაობის რეჟიმის გადამრთველი, ყურსასმენებისა და მიკროფონის ჯეკები, RJ-45 კონექტორის ბუდე, HDMI+VGA და სავენტილაციო ჭრილი.

როგორც ამ ფირმის ყველა ნეტბუქზე, Eee Keyboard-ზე შეიძლება წარმადობის პარამეტრების შეცვლა – არის პრესეტები ASUS Super Hybrid Engine იცვლება კომბინაციით Fn+Space. წარმადობის სერიოზულ გაზრდას ეს არ გამოიწვევს, თუმცა ავტონომიური მუშაობის დროს ნამდვილად ზრდის. ავტონომიურად მუშაობის დრო 4-5 საათით შემოიფარგლება.

რაც შეეხება ოპ. სისტემას, არის ორი ვარიანტი, Windows და Moblin. პრიველი ვარიანტი რაც არ უნდა იყოს მაინც არ არის საინტერესო ხოლო მეორეს არა უშავს რა.

Moblin არის Mobile Linux – პროექტი რომელიც არის Linux-ის მობილური ვერსია. რომელიც მთლიანად Intel-ის მიერ არის შემუშავებული. Moblin პლატფორმის მიზანი იგივეა რაც Google Android – უზრუნველყოს მოწყობილობების მთელი კლასი სტანდარტული ოპ. სისტემით, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ, Android – ეს არის ოპ. სისტემა ტელეფონებისათვის, ხოლო Moblin – საფუძველი ე.წ. MID (Mobile Internet Devices) მობილური ინტერნეტ მოწყობილობებისათვის. ამ იდეებს Intel უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს და უკვე სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწია.

სამუშაო მაგიდა შედგება შემდეგი ელემენტებისაგან – ზედა ნაწილში არის ამოცანათა პანელი (იქ არის გამოტანილი დრო, აკუმულატორის მუხტი, უკაბელო ინტერფეისების სტატუსი და ა. შ.) ქვევით არის მთავარი სამუშაო არე სადაც არის 6 ფუნქციონალური პიქტოგრამა:
Shortcuts: ხშირად გამოყენებადი პროგრამების მალსახმობები.
Web: პოპულარული საიტების ბბულები, სერვისები და ფოსტა.
Fun: ბლექჯეკი, მუსიკა, ვიდეო და თამაშები.
Tools & Settings: ყველანაირი პარამეტრები და სისტემური პროგრამები.
Learning: სასწავლო პროგრამები.
Info: სიახლეები, ამინდი და ა. შ.

სად შეიძლება ასეთი მოწყობილობეი გამოყენება? ძალინა ბევრი ვარიანტი შემიძლია შემოგთავაზოთ, როგორც უბრალო კლავიატურა, მაგრამ ინტეგრირებული სერვერით? ადვილია, საინტერესო და კარგი მედიაცენტრი, რეცეპტების წიგნი, შპარგალკები სტუდენტებისათვის, როგორც ორგანაიზერი? მანქანის კომპიუტერი? ჩეტბოქსი? ან საფოსტო კლიენტი?
მოკლედ თქვენ გადაწყვიტეთ….


ვფიქრობ ძალიან მოსახერხებელი მოწყობილობაა!!!
თუმცა კითხვები მაინც იბადება! )))))))))
ეგ პროდაქშენ მოწყობილობა არ არის, მისი დანიშნულება გართობაა და ამ საქმეს ის ზედმიწევნით შეასრულებს.