კომპანია LG Electronics-მა LU2300-ის მოდელთან ერთად წარმოადგინა Android-კომუნიკატორი SU950/KU9500. საუბარია ერთ მოწყობილობაზე, უბრალოდ პირველ ვერსიას მიიღებს კორეული ოპერატორი SK Telecom, ხოლო მეორეს –– KT.
სიახლე ფუნქციონირებს Android 2.1-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, ხოლო მის ბაზაზე ჩადებულია Qualcomm Snapdragon-ის პლათფორმა (ტაქტური სიხშირე –– 1 მჰც).
აპარატი აღჭურვილია სენსორული დისპლეით წერტილოვანი გაფართოვებით 480×800 (WVGA) და 3,5 დიუამიანი დიაგონალით, 3,5-მილიმეტრიანი ყურასასმენის შესაერთებლით, 5-მეგაპიქსელიანი კამერით მატრიცით და ავტოფოკუსით, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღებით, T-DMB სტანდარტის ციფრული TV-მიმღებით, Wi-Fi და Bluetooth მოდულებით, 3 გბ ინტეგრირებული მეხსიერებით და microSD-ის ფორმატის ფელშ-ბარათის სლოტით. აკუმულატორის მოცულობა — 1 350 მა/სთ. ასევე გათვალისწინებულია DivX-ვიდეო და Dolby Mobile ტექნოლოგიის მხარდაჭერა.
LG SU950/KU9500-ის გაყიდვა დაიწყება ივნისში.
გამოყენებულია LG Electronics-ის მასალები.


au ra giji ragaca iqneba amis mere ki yvela telefoni gabandzdeba ra 😀