Games

Mafia II გამოვა აგვისტოს ბოლოს

Трудовые будни Вито Скалетте.გარე სურათი აღარ არსებობს

მესამე სახის ექშენის Mafia II-ის რელიზი შედგება 24 აგვისტოს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 27-ში — ევროპაში, იუწყება 2K Games-ის გამომცემლობა.

თამაშის შექმნაზე მუშაობს ჩეხური ფილიალი 2K Czech, რომელმაც გამოუშვა პირველი ნაწილიც. პროექტი განკუთვნილია PC, PS3 და Xbox 360-თვის; რელიზი შედგება სამივე პლადფორმისთვის ერთდროულად. შეგახსენებთ, რომ თამაშის რელიზი დაგეგმილი იყო მარტის დასაწყისში, თუმცა წინა წლის ბოლოს მწარმოებელმა კომპანიამ მიზეზის ახსნის გარეშე თარიღი გადაწია აგვისტომდე.

Mafia 2 — ეს გაგრძელებაა განგსტერული ექშენის, რომელიც გამოვიდა 2002 წლის აგვისტოს. მთავარი გმირი, ვიტო სკალეტე, სიცილიელი ემიგრანტის შვილი, ცხოვრობს გასული საუკუნის 40–50-იანი წლების მაფიათა ომის ცენტრში. კრიმინალურ ოჯახში შესვლის შემდეგ, ვიტო იწყებს გაბრწყინებას ნულიდან. მოთამაშეს მოუწევს გვამებზე სიარული, სანამ მიაღწევს მაფიოზური კარიერის მწვერვალამდე, რათა უზრუნველყოს თავისი დომინანტური პოზიცია ქალაქში.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=s9YPo_2rnPI

გამოყენებულია Eurogamer-ის მასალბი

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2010 ·არქივის შესახებ