როგორც Microsoft იტყობინება მათ დაასრულეს მუშაობა ახალ საოფისე პროგრამების პაკეტზე Office 2010, ის წარმოებაში ჩაუშვეს (Release To Manufacturing, RTM).
კორპორაციის განცხადებით ღია ტესტირების დაწყებიდან (გასული წლის ნოემბრიდან) ბეტა ვერსია 7,5 მლნ-ზე მეტჯერ იქნა ჩამოტვირთული. ეს სამჯერ აღემატება Office 2007 beta-ს ჩამოტვირთვების რაოდენობას. მომხმარებლების ძალიან ბევრი კომენტარი და შენიშვნა იქნა გათვალისწინებული პაკეტის ტესტირებისას.
პაკეტის მთავარ თავისებურებად სახელდება ერთიანი “ლენტური” ინტერფეისი ყველა პროგრამაში, განახლებული “ფაილ” მენიუ, ჩასმის წინასწარი გახედვის ფუქცია, ფოტო-და ვიდეოს რედაქტირების გაფართოებული შესაძლებლობა, ასევე მონაცემების ვიზუალიზაციის სისტემა “ინფო-შეიპები” (მინი დიაგრამების შექმნა ექსელის ერთი უჯრის შიგნით) Office 2010-ის საშუალებით შეიძლება ერთობლივი მუშაობა SharePoint და Outlook Social Connector-ის მეშვეობით.

Office 2010-ის ოფიციალური პრეზენტაცია დანიშნულია 12 მაისს, ხოლო იმავე თვის 16 რიცხვში პროდუქტს მიიღებს კორპორაციული ხელმომწერები. Office 2010-ის საშინაო მოდიფიკაციები უკვე ივლისში გამოჩნდება.
ამ პროდუქტის რელიზთან ერთად წარმოებაში ჩაეშვა Share Point 2010 და Project 2010, რომელთა პრეზენტაციაც იმავე დღეს 12 მაისს არის დაგეგმილი.

ერთობ საინტერესოა!!! ვნახოთ აბა მუშაობაშიც ასეთივე მოხერხებულია, როგორც სტივ ბალმერი გვიამბობს?! )))))))
მე ბეტა ტესტერი ვარ ოფიციალურად და შემიძლია გითხრა, რომ ამაზე სრულყოფილი საოფისე პაკეტი არც ერთ კომპანიას არ აქვს არც ერთ პლატფორმაზე.
მართლაც საუკეთესოა 1 საათში ოფიციალური ვერსია იდება http://www.bubu.gidoliny.com – ზე