Science

NASA-ს სუპერკომპიუტერი Pleiades ხელმისაწვდომი გახდება მეცნიერებისთვის

youfan.files.wordpress.comგარე სურათი აღარ არსებობს

ორშაბათს, 19 აპრილს NASA წარადგენს განცხადებას ახალ სუპერკომპიუტერზე, რომლებიც დაეხმარება მეცნიერებს დედამიწაზე მიმდინარე დიდი მაშტაბის ინფორმაციის ანალიზსა და მოდელირებაში.

NASA Earth Exchange (ან NEX) სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომს გახდის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებლურ კომპიუტერს — სისტემით Pleiades. სუპერკომპიუტერი, რომელიც დამონტაჟებულია ნასას კვლევით ცენტრ ეიმსში (Ames), გააჩნია 544 ტერაფლოპი (ტერაფლოპი — ტრილიონი ოპერაცია წამში) სიჩქარე. მიმდინარე რეიტინგში Тор500 სისტემა იკავებს მეექვსე ადგილს.

სუპერკომპიუტერზე მუშაობას მეცნიერები შეძლებენ სპეციალური პორტალის NEX Collaborative Portal-ის მეშვეობით. რესურსი უზრუნველყოფს დარეგისტრირებულ პირთა კოლექტიურ მუშაობას, ინფორმაციის გაცვლას და სხვ.

რამდენადაც საუბარია მძლავრი გამომთვლელი სისტემის რესურსებზე, NASA Earth Exchange-ის პლადფორმის მწარმოებლებს მოუწიათ უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული ზრუნვა. გამოყენებულია დაცვის საიმედო სისტემა. სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისთვის დანიშნულიქნება სხვადასხვა კატეგორიის მუშაობის უფლება.

www.nas.nasa.govგარე სურათი აღარ არსებობს

გამოყენებულია InformationWeek-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2010 ·არქივის შესახებ