ინტერნეტში გამოქვეყნდა Dell Lightning-ის ოფიციალური გამოსახულება, რომელიც მუშაობს Windows Phone 7-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.
ეს აპარატი შესრულებულია «ჰორიზონტალური სლაიდერი მოძრავი QWERTY-კლავიატურით» ფორმფაქტორზე. მოწყობილობა აღჭურვილია კომპანია Samsung-ის მიერ წარმოებული 4,1-დიუმიანი სენსორული OLED-დისპლეით («მულტითაჩი»-ის მხარდაჭერით), 5-მეგაპიქსელიანი კამერით, 512 მბ RAM-ით, 1 გბ ჩაშენებული მეხსიერებით, microSD-ის ფორმატის ფლეშ-ბარათის სლოტით, Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n) ადაპტერით, Bluetooth მოდულით ვერსია 2.1+EDR, FM-«ტუნერით», აქსელერატორით, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღებით, მირკო USB პორტით და ასევე ელექტრონული კომპასით.
ელემენტის მოცულობა არის 1 400 მა/სთ. აღსაღნიშნავია, რომ Dell Lightning-ს აქვს Adobe Flash-ის და Silverlight-ის ტექნოლოგიების მხარდაჭერა. მოდელის ბაზაზე არის გიგაჰერცული პროცესორი Qualcomm Snapdragon QSD8250.

კომუნიკატორი განკუთვნილია GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც მობილური ქსელებისთვის, ასევე UMTS/HSDPA/HSUPA 850/1900/2100მჰც ან 900/2100 მჰც (რეგიონის გავრცელების მიხედვით). იუწყებიან, რომ 2011 წლის მეოთხე კვარტალში გამოშვებული იქნება სმარტფონის მოდიფიკაცია მეოთხე თაობის LTE სტანდარტის ქსელებისთვის.
მოწოყობილობის ზომები –– 121,6х64,4х14,9 მმ.
გამოყენებულია Engadget-ის მასალები.
