Nokia-მ, რომელიც წელიწადში ყველაზე მეტ ტელეფონს უშვებს ვიდრე სხვა რომელიმე მწარმოებელი, დღეს წარმოადგინა უახლესი მოწყობილობა, რომელიც შეიძლება გახდეს მისი ყველაზე ძვირი ტელეფონი ბოლო 3 წლის განმავლობაში.

N8 წარმოდგენილი იქნება მისი უახლესი ოპ. სისტემით – Symbian 3. აქვს შთამბეჭდავი მონაცემები: 12-მეგაპიქსელიანი კამერა და 3.5 დიუმიანი სენსორული OLED ეკრანი მულტითაჩის მხარდაჭერით.
მისი საცალო ფასი იქნება 320 ევრო დაახლოებით 500 $, რითაც ის ფირმის ყველაზე ძვირი ტელეფონი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ Nokia არის ყველაზე მომგებიანი კომპანია ბაზარზე, გასული წლების განმავლობაში მას სერიოზული გამოწვევები ჰქონდა iPhone-სა და მზარდი კომპანიებისაგან როგორიცაა HTC, ასევე კონკურენცია Google-თან რომელმაც სერიოზულად გაუწია წინააღმდეგობა პროგრამულ ბაზარზე.
N8 საცალო გაყიდვაში მე-3 კვარტალში გამოვა. ეს არის პირველი მოწყობილობა Symbian 3-ზე.



ტექნიკური მონაცემები:
სენსორული მონობლოკი;
პლატოფორმა: Symbian 3;
WCDMA 850/900/1700/1900/2100 и GSM/EDGE 850/900/1800/1900;
12-მეგაპიქსელიანი კამერა Carl Zeiss Tessar-ის ოპტიკით, ავტოფოკუსი, ჩაწერა HD-ვიდეო 720p;
ეკრანი 3,5”, მოცულობითი, შეფარდება 16:9, გაფართოება 640 х 360 პიქსელი, 16 მლნ ფერი;
პროცესორის სიხშირე 680 მჰც;
ინტერნეტ ბრაუზერი Flash-ის მხარდაჭერით;
256 მბ ოპ. მეხსირება, 512 მბ ფლეშ მეხსიერება;
135 მბ სამომხარებლო მეხსიერება, 16 გბ ფლეშ-მეხსიერება, microSD 32 გბ-მდე;
FM-გადამცემი და FM-რადიო;
A-GPS;
Bluetooth 2.1;
Wi-Fi b/g/n;
HDMI, 3,5 მმ, ТV-გამომყვანი, microUSB 2.0;
აკუმულატორი ტევადობით 1200 მა/ს;
12 საათი საუბრის რეჟიმში, 400 საათი მოლოდინის რეჟიმში;
ზომები 113,5 х 59,1 x 12,9 მმ;
წონა 135 გრამი.
იხილეთ სარეკლამო რგოლები:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=f__oh2CaHXY
httpvhd://www.youtube.com/watch?v=J9Vd02SAWBY

zalian magari nokiaa. zalian zviri tu ar egireba vikidi
ნოკიები თავის ფასში იყიდება ხოლმე, ასე რომ არა მგონია მისი შეძენა პრობლემა იყოს….
ნოკიებიდან ყველაზე ძალიან ეს მომეწონა!!!!!! სიამოვნებით შევიძენდი… მინდა 🙂