
კომპანია General Dynamics-მა წარადგინა ნოუთბუქი Tadpole TOPAZ, რომელიც გათვლილია არასტანდარტულ პირობებში სამუშაოდ.
კომპიუტერი დამზადებულია ამერიკული სამხედრო MIL-STD-810F და MIL-STD-461E სტანდარტით. ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყობილობა უძლებს: 90-სმდან მყარ ზედაპირზე ვარდნას, მაღალ სინესტეს, მტვერს, ჭუჭყს და აგრესიულ გარემოს. ნოუთბუქი მუშაობს მინუს 18-დან პლიუს 50 ცელსიუსზე.
ლეფტოპი აღჭურვილია ორბირთვიანი პროცესორით Intel Core 2 Duo სიხშირით 2,93 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა მაქსიმალურ კონფიგურაციაზე — 8 გბ; მოსახსნელი მყარი დისკი — 500 გბ.
15,1-დიუმიანი დისპლეი გაფართოებით 1400×1050 პიქსელი; გრაფიკა მუშავდება ინტეგრირებული ადაფტერით GMA 4500MHD; ასევე ნოუთბიქს გააჩნია Wi-Fi-კონტროლერი, DVD-მიმღები და სამპორტიანი ქსელური ადაფტერი Gigabit Ethernet.
კომპიუტერის ზომები — 375×310×60 მმ, წონა — 5 კგ. PC-ზე შეიძლება დაყენდეს ოპერაციული სისტემა Windows, Linux ან Solaris.
გამოყენებულია General Dynamics-ის მასალები.
