Tadpole TOPAZ: «დაჯავშნული» ნოუთბუქი 15-დიუმიანი ეკრანით

90AF5EC1-9B5A-45D9-A12D-3FF630005EC4.jpgსურათი არ შემონახულა

კომპანია General Dynamics-მა წარადგინა ნოუთბუქი Tadpole TOPAZ, რომელიც გათვლილია არასტანდარტულ პირობებში სამუშაოდ.

კომპიუტერი დამზადებულია ამერიკული სამხედრო MIL-STD-810F და MIL-STD-461E სტანდარტით. ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყობილობა უძლებს: 90-სმდან მყარ ზედაპირზე ვარდნას, მაღალ სინესტეს, მტვერს, ჭუჭყს და აგრესიულ გარემოს. ნოუთბუქი მუშაობს მინუს 18-დან პლიუს 50 ცელსიუსზე.

ლეფტოპი აღჭურვილია ორბირთვიანი პროცესორით Intel Core 2 Duo სიხშირით 2,93 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა მაქსიმალურ კონფიგურაციაზე — 8 გბ; მოსახსნელი მყარი დისკი — 500 გბ.

15,1-დიუმიანი დისპლეი გაფართოებით 1400×1050 პიქსელი; გრაფიკა მუშავდება ინტეგრირებული ადაფტერით GMA 4500MHD; ასევე ნოუთბიქს გააჩნია Wi-Fi-კონტროლერი, DVD-მიმღები და სამპორტიანი ქსელური ადაფტერი Gigabit Ethernet.

კომპიუტერის ზომები — 375×310×60 მმ, წონა — 5 კგ. PC-ზე შეიძლება დაყენდეს ოპერაციული სისტემა Windows, Linux ან Solaris.

გამოყენებულია General Dynamics-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2010 ·არქივის შესახებ