Games

World of Warcraft: Cataclysm-ის ბეტა-ტესტირება დაიწყება წლის პირველი ნახევრის ბოლომდე

3DB4D979-C5A6-43DF-AC6E-9114E20ED7F0.jpgსურათი არ შემონახულა

Blizzard ემზადება World of Warcraft: Cataclysm-ის ბეტა-ვერსიის გასაშვებად. ადონის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ტესტირებაში მონაწილეთა მიღება დაწყებულია.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, მხოლოდ მწარმოებლების მიერ არჩეულ პირებს. Blizzard-ის აღმასრულებელი დირექტორის მაიკ მორჰაიმის (Mike Morhaime) განცხადებით, პროცესი დაიწყება წლის პირველი ნახევრის ბოლომდე.

«სანამ ალიანსი და ჰორდა დაკავებული იყო თავიანთი საქმეებით, ამ დროს სივრცეში თვლემდა საშინელი ბოროტება», — გვაინტრიგებენ მწარმოებლები. ეს ბოროტება აღმოჩნდა შავი დრაკონი Deathwing the Destroyer, რომელიც ცნობილია Warcraft II-დან. აზეროტში დაბრუნების მცდელობისას მან გაარღვია სივრცის ქსოვილი, რომელმაც გამოიწვია კატაკლიზმა თამაშის სამყაროში.

მოთამაშეს მოუწევს 85 ლეველამდე ასვლა და დაემატება ორი ახალი რასა. Cataclysm გამოვა მიმდინარე წელს, პლადფორმები — PC და «მაკინტოში». პროექტს გამოაქვეყნებს Activision Blizzard.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=llMIDqFbsnE

გამოყენებულია 1Up-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2010 ·არქივის შესახებ