Zalman Trimon ZM-M240W: 24-დიუმიანი მონიტორი 3D-გამოსახულებით

სამხრეთკორეული კომპანია Zalman ემზადება 24-დიუმიანი თხევადკრისტალური მონიტორის Trimon ZM-M240W-ის ბაზარზე გასატანად, რომელსაც ექნება 3D-გამოსახულება.

მონიტორის კორპუსზე მოთავსებულია გადამრთველი, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ გააქტიუროთ 2D ან 3D რეჟიმი. Zalman Trimon ZM-M240W-ს გააჩნია ვიდეოსიგნალთან შესაერთებელი ორი პორტი DVI და D-Sub.

სიახლე დამზადებულია TN-მატრიცის ბაზაზე და გააჩნია 1920×1080 წერტილოვანი (Full HD) გაფართოება. დინამიკური კონტრასტულობის სიდიდე აღწევს 10 000:1. მონიტორი მოიხმარს 50 ვტ ელექტროენერგიას.

Trimon ZM-M240W გაყიდვაში გამოვა მაისში; მისი ფასი შეადგენს 380 ევროს. შეგახსენებთ, რომ Zalman-მა უკვე გამოუშვა პირველი 3D-მონიტორი — 21,5-დიუმიანი Trimon ZM-M215W.

მონიტორის კომპლექტაციაში შედის 3D-გამოსახულების საყურებელი სათვალეები.

გამოყენებულია Techconnect Magazine-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2010 ·არქივის შესახებ