როგორც მოსალოდნელის იყო დაიწყო გამოფენა Computex, სადაც ყველა კომპანია დამონსტრირებას გაუკეთებს მათ მიღწევებს და გამოგონებებს. ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის პლანშეტების ძალიან დიდი არჩევანი. ერთ-ერთი მათგანი უკვე წარმოადგინა კომპანიამ Asus.
ეს არის ASUS Eee Tablet – ციფრული “ბლოკნოტი” თაჩსქრინით, რომლის გარჩევადობა არის 2450 dpi, მისი ეკრანი წარმოადგენს TFT მატრიცას ქვეგანათების გარეშე, მუქი ფერის 64 დონის გრადაციით. Asus-მა ამ მოწყობილობას “ყველაზე მგრძნობიარე და ზუსტი ჩანაწერების წიგნი უწოდა”. იმის გარდა რომ მასზე შეიძლება ელ-წიგნების წაკითხვა, ASUS გამოყოფს მთავარ ფუნქციას, ეს არის ჩანაწერების და ნახაზების (ესკიზების) გაკეთების საშუალებას, რომლებიც შეიძლება მოვნიშნოთ ტეგებით და დავალაგოთ ნებისმიერეი პარამეტრებით. მოწყობილობას აქვს microSD სლოტი და 2 მეგაპიქსელიანი კამერა, ასევე USB პორტი სინქრონიზაციისათვის. აკუმულატორის ერთი მუხტი პლანშეტს 10 საათის განმავლობაში ამუშავებს.
პალნშეტს აქვს 8 დიუმიანი ეკრანი, 3.5 მმ. სტერეო ყურსასმენების ჯეკი და მედია ფლეერი მუსიკალური ფაილების დასაკრავად. როგორც კომპანია იუწყება მისი ფასი 199-299 დოლარის ფარგლებში იქნება.


არაროოორრ! აი ესეთი რამეები დრეკადი ეკრანით რომ იყოს, რა ძაან მაგარია ე! ფაქტიურად წიგნია, ჩატვირთე და იკითხე. ქაღალდიც დაიზოგება!