მობილური ოპერატორის Vodafone-ის ბრიტანულმა  ქვეგანყოფილებამ დაიწყო ტელეფონის  LG GT400 Viewty Smile-ის რეალიზაცია.

აპარატს აქვს 3-დიუმიანი სენსორული TFT-დისპლეი წერტილოვანი გაფართოვებით 240×400 (WQVGA), კამერა 5-მეგაპიქსელიანი მატრიცით  და ავტოფოკუსით, Bluetooth 2.1 ვერსიის მოდული, მუსიკალური გამშვები, FM-ტუნერი, 100 მბ ინტეგრირებული მეხსიერება და microSD-ის ფორმატის ფლეშ-ბარათის სლოტი მოცულობით 16 გბ.

ზოგი წყარო იუწყება, რომ მოდელს აქვს GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები.

ტელეფონში რეალიზებულია საფირმო სამომხმარებლო ინტერფეისი S-Class, რომლის მეშვეობითაც ხდება მსოფლიოში უდიდეს სოციალურ ქსელთან, Facebook-თან დაკავშირება. GSM/GPRS/EDGE და UMTS/HSDPA ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა.

LG GT400 Viewty Smile მომხმარებელს გადეცემა უფასოდ, იმ შემთხვევში თუ გააფორმებს კონტრაქრს და გადაიხდის თვეში £10

გამოყენებულია Vodafone-ის და LG Centra-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.