canonical-und-h264.png

ამ დროისათვის კომპანია Canonical არის ერთადერთი ლინუქს-მომწოდებელი, რომელმაც მიიღო ლიცენზია H.264/AVC კოდეკზე მისი დისტრიბუტივისათვის. დღეისათვის გაყიდულია დაახლოებით 800 ლიცენზია, მაგრამ მათ მიმღებთა შორის არ არის Red Hat და Novell. მიღებული ლიცენზია შეიძლება გამოყენებულ იქნას H.264 ვიდეოს ლეგალური ყურებისათვის მაგ. ვებ-ბრაუზერებში (Firefox-თვის მომზადდება შესაბამისი მოდული). შეგახსენებთ, რომ კომპანია Mozilla პრინციპულად უარს ამბომბს H.264 კოდეკის ლიცენზირებაზე Theora-ს სასარგებლოდ.

კრის კენიონმა (Chris Kenyon), რომელიც არის Canonical-ის ვიცე პრეზიდენტი დაამატა, რომ H.264 კოდეკი როგორც ყოველთვის არ შევა საბაზისო ვერსიაში, ლიცენზია კი არ გავრცელდება ჩვეულებრივ მომხმარებლებზე, რომლებიც თვითონ აყენებენ Ubuntu ლინუქსს. კომპანია Canonical-მა ლიცენზია აიღო MPEG-LA ორგანიზაციისაგან იმიტომ, რომ მისცეს OEM-მწარმოებლებს ჩადონ H.264 კოდეკი Ubuntus წინასწარ დაყენების შემთხვევაში, რომელიც ასევე შეიძლებ იყოს დაკომპლექტებული Aobe Flash, Adobe Acrobat, Fluendo, RealPlayer, DVD საკრავითა და სხვა პროპრიეტარული პროგრამებით, რომელიც სპეციალური შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.

ის რომ კომპიუტერზე ყიდვისას უკვე აყენია Ubuntu არ ნიშნავს იმას, რომ მასზე აუცილებლად იქნება H.264 ლიცენზია, რადგანაც საკითხი ცალკეული OEM-მწარმოებლისთვის პერსონალურად განიხილება და მისი არჩევანის საფუძველზე მოხდება. იარლიყი “Ubuntu Compatible” ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მწარმოებელმა სრულად მოახდინა აპარატურის Ubuntu-თან თავსებადობა. წარწერა “Ubuntu Certified” განსხვავდება იმით, რომ ტესტირება მწარმოებლის გარეშე, მხოლოდ Canonical-მა ჩაატარა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.