University of Science and Technology of China _ს და  Tsinghua university _ის ფიზიკოსებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი რომლის დროსაც მათ გადააადგილეს ფოტონების “კვანტური მდგომარეობა” ღია სივრცეში.შეგახსენებთ რომ კვანტური ტელეპორტაცია სრულიად განსხვავდება მისი “კლასიკური” ანალოგისაგან,რომელსაც ფანტასტიკის ჟანრში შეხვდებით.კვანტური ტელეპორტაციის აუცილებელი ეტაპია ინფორმაციის გადაგზავნა უბრალო  კავშირის ხაზის მეშვეობით,რაც რა თქმა უნდა ვერ მოხდება სინათლის სისწრაფეზე მეტი სიჩქარით.წარსულში ფოტონების ტელეპორტაციისას გამოიყენებოდა ათასობით მეტრი სიგრძის  ბოჭკოვანი ქსელები მაგრამ მეცნიერებმა არჩევანი გააკეთეს ტელეპორტაციაზე ღია სივრცეში.ექსპერიმენტი ჩატარდა ცნობილი სქემის მიხედვით ანუ 3 ფოტონით A,B და C.ამ დროს გამგზავნს და მიმღებს ურიგებენ C და B ფოტონებს,შემდეგ გამგზავნი ვისაც ასევე აქვს A ფოტონის ნაწილი, ახდენს AC სისტემის შეცვლას,რის შედეგადაც ხდება A-ს თავდაპირველი მდგომარეობის ნგრევა.ამ გამოთვლის შედეგი კი ეგზავნება მიმღებს სტანდარტული არხის მეშვეობით,რომელიც ახორციელებს B ნაწილაკის აუცილებელ ცვლილებებს და ასევე აღადგენს A ნაწილაკის საწყის მდგომარეობას.კვანტური ქსელი მდებარეობდა ქალაქ Badaling -სა (რომელიც მდებარეობს პეკინიდან 75კილომეტრში) და ქალაქ Heibei -ს შორის.ქაოტურად გაშვებული ფოტონებიდან ერთ -ერთმა 16კმ – ის გავლა მოახერხა,ფიზიკოსებმა ეს ინფორმაცია მიიღეს “Spontaneous parametric down-conversion” ანუ ე.წ “სპონტანური პარამეტრული გამონათების” მეთოდის მეშვეობით,გარკვეული კრისტალის გამოყენებით რომლის სახელიცაა Beta Barium Borate.

როგორც მეცნიერები იტყობინებიან ფოტონების გადაცემის საიმედოობა 89% -ია.

გამოყენებულია PhysOrg -ის მასალები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.