Gateway LT2203: ნეტბუქი AMD-ს პლათფორმაზე

კომპანია Gateway-იმ, Netbook Summit-ის ღონისძიებაზე სან-ფრანცისკოში, წარმოადგინა მინი-კომპიუტერი LT2203.

სიახლე წარმოებულია AMD აპარატურული პლატფორმის ბაზაზე, იყენებს ერთ ბირთვიან  პროცესორს V105, ტაქტური სიხშირე არის  1,2 გჰც და დახარჯული სითბური ენერგის მაქსიმალური მაჩვენებელი არის  9 ვტ. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა-1 გბ. მყარი დისკზე შესაძლებელია 250 გბ-მდე მონაცემების შენახვა.

ნეტბუქს აქვს 10,1-დიუმიანი დისპლეი გაფართოებით 1024×600 პიქსელი. გრაფიკულ ჩვენებას უზრუნველყოფს ATI Radeon HD 4225 ვიდეოადაპტერი. HDMI ციფრული ინტერფეისის მეშვეობით შესაძლებელია მიუერთდეს მაღალი გარჩევადობის გარე მონიტორი.

მოწყობილობას აქვს უკაბელო კავშირის Bluetooth 3.0 და Wi-Fi კონტროლერები IEEE 802.11b/g/n-ის მხარდაჭერით. ვებკამერა და ქარდრიდერი. კვება მარაგდება 6-ელემენტიანი აკუმულატორული ბატარეიდან.

აპარატის გაყიდვის დაწყების თარიღი და ღირებულება უცნობია.

გთავაზობთ LT2203-ის დემონსტრირების ვიდეოს:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=qjTnjzIs-_M

გამოყენებულია Liliputing-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 27 მაისი, 2010 ·არქივის შესახებ