

Google I/O კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნბა Android 2.2 პლატრფორმა. ეს არის მისი მე-7 გამოშვება მას შემდეგ რაც გაეშვა 1.0 – 2008 წლის სექტემბერში.
რა იქნება ახალ ვერსიაში:
წარმადობა და სიჩქარე: ახალი Dalvik JIT კომპილატორი Android 2.2-ში გვაძლევს 2-5X წარმადობის გაზრდას ვიდრე Android 2.1.
ახალი ენტერპრაის ფუნქციონალი: დამატებულია Exchange-ის მხარდაჭერა, ანგარიშის ავტოკონფიგურაცია და კალენდართან სინქრონიზაცია. შეიძლება მოწყობილობის დაშორებული მართვა და კორპორაციული უსაფრთხოების მექანიზმები (დაშორებული წაშლა, პაროლები, დაშიფრვა)
სწრაფი და უფრო მძლავრი ბრაუზერი: წარმოდგენილია ახალი V8 JavaScript ძრავა, როგორც ცნობილია ეს გვაძლებს 2-3X გაუმჯობესებას JavaScript-ის შესრულებისას ვიდრე 2.1 ვერსიაში.
ახალი API და სერვისები: ახალი ინფორმაციის ბექაპის API, შესაძლებელს ხდის შევინახოთ დაყენებული პროგრამები და მათი ინფორმაცია. არის Android Cloud-ის მხარდაჭერა რომ გავუგზავნოთ მოწყობილობებს ფუშ-შეტყობინებები. პროგრამისტებს შეუძლიათ განსაზღვრონ თუ სად უნდა დაყენდეს მათი პროგრამა, SD-ბარათზე თუ შიდა მეხსიერებაში.
ახალი Android Market: უკვე პროგრამების შეცდომების პროტოკოლის მხარდაჭერით. დეველოპერებს ექნებათ ნებისმიერი პროგრამის შეცდომების ლოგის ნახვის საშუალება სპეციალურ გვერდზე Android Market-ის პროგრამისტების საკონტროლო პანელში. ასევე შესაძლებელი იქნება ყველა პროგრამის ერთდროული განახლება და ა.შ.
იხილეთ მოკლე ვიდეო:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=yAZYSVr2Bhc
და სრული პრეზენტაცია კონფერენციიდან:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=89xc_1Vv69k
