Screen shot 2010-05-24 at 1.46.21 AM.PNG
Google-მა გახსნა VP8 კოდეკის პროგრამული კოდი და გვთავაზობს მის გამოყენებას HTML5-ში ვიდეოს გასაშვებად. VP8 არის On2-ს პროდუქტი, რომელიც Google-მა იყიდა 2010 წლის იანვარში 134 მლნ. დოლარად. Google-ის კოდეკი მხარდაჭერილ იქნა Opera, Mozilla Foundation და Microsoft-ის მიერ. ჯერ-ჯერობით არ არის რეაგირება Apple-ისა და Nokia-ს მხრიდან.

მოკლედ ბრაუზერებში განთავსებული კოდეკების გარშემო ატეხილი დავა დიდი ხანია რაც HTML5 სტანდარტის მიღებას აყოვნებს. Firefox-ისა და Opera-ს შემქმნელები მხარს უჭერენ Theora კოდეკს, რომელიც არის არაპოპულარული და არც ისე ხარისხიანი, თუმცა არ ეკუთვნის არავის და ღია პროგრამული კოდით ვრცელდება. Nokia, Apple და Microsoft H.264 კოდეკის მხარეზე იდგნენ – რომელიც უკვე კარგად არის გავრცელებული და მისი აპარატული მხარდაჭერაც ბევრგან არის ჩადებული, მაგრამ ეს კოდეკი პატენტებითაა დაცული და ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროებს სალიცენზიო გადასახადებს. Google-მ ჩადო მის Chrome ბრაუზერში ორივე კოდეკის მხარდაჭერა, მაგრამ HTML5 ვერსიის YouTube-სათვის მან ხარისხიანი H.264 აირჩია.

უკვე შარშან გახდა ცნობილი, რომ კომპრომისი Theora-სა და H.264 კოდეკის მხარდამჭერებს შორის არ იქნება. დღეს მემგონი გამოსავალი ნაპოვნია. Theora-გან განსხვავების VP8 არაფრით არ ჩამოუვარდება H.264 კოდეკს. H.264-გან განსხვავებით ეს კოდეკი არ იწვევს ალერგიას თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის მოყვარულებში (მათ შორის Firefox). დარჩა მხოლოდ ერთი პრობლემა, მობილური მოწყობილობები. აპარატული დეკოდერის გარეშე ვიდეოს გაშვება აკუმაულატორის მუხტს უფრო მეტად ცლის. ამიტომაც Apple-მა და Nokia თავის დროზე გადავიდნენ H.264 კოდეკის მხარეზე, რომელიც აპარატულად მუშაობს. არსებობს თუ არა VP8 აპარატული დეკოდერი? – ჯერ ჯერობით უცნობია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.