მოგესალმებით ყველას და მინდა გაუწყოთ, რომ დასრულდა iPad-ის გაქართულების პირველი ეტაპი.
ამ ეტაპზე გაქართულებულ იქნა პროგრამული უზრუნველყოფის და პარამეტრების უმთავრესი ნაწილი.
დარჩენილი ნაწილის გაქართულება და შემდგომი დახვეწა გაგრძელდება უკვე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ასევე მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ახალი რეპოზიტორია რომელიც განთავსებულია პროექტის ვებ-სატიზე
თქვენს Cydia-ში დაამატეთ შემდეგი რეპოზიტორიის მისამართი
ipad.hi-tech.ge
და ინფორმაციის განახლების შემდეგ სექციებში ჩაემატება HI-TECH.GE
საიდანაც შეგიძლიათ დააყენოთ iPad-ის ქართული ენის პაკეტი.
პროექტის დახვეწაში და ჩემთან ერთად გაქართულებაში მონაწილეობა მიიღო ბატონმა დიმიტრი გოგელიამ, რომელსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გუგა გვაზავასაც (Fishbone), რომელმაც მოგვაწოდა ქართული ენის პაკეტი და ინსტრუქციები iPhone-ის გაქართულების პაკეტიდან.










დიდ მადლობა, გაწეული სამუაშაოსათვის.
რამდენიმე შენიშვნა მაქვს, ქართულ თარგმანთან დაკავშირებით, სად მოგაწოდოთ შენიშვნები?
ელ-ფოსტაზე, სანამ ოფიციალურად Google Wave-ს არ გავუშვებ დომენისათვის…
[email protected]