Apple

iPad-ის საერთაშორისო რელიზი შედგება 28 მაისს

კომპანია Apple-მა განაცხადა, რომ პლანშეტური კომპიუტერის iPad-ის მსოფლიო გაყიდვა დაიწყება 28 მაისს. 28 მაისიდან  გაჯეტი გამოჩნდება: ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, იტალიაში, იაპონიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში და დიდ ბრიტანეთში. მოწყობილობის ფასი ყველა ქვეყნისთვის ცალკეულად  იქნება დადგენილი. წინასწარი შეკვეთები დაიწყება 10 მაისიდან.

Apple-მა, ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ივლისში «აიპადის» გაყიდვა დაიწყება ავსტრიაში, ბელგიაში, ჰონგკონგში, ირლანდიაში, მექსიკაში, ლუქსემბურგში, ჰოლანდიაში, ახალ ზელანდიაში და სინგაპურში.

შეგახსენებთ, რომ 28 დღის განმავლობაში Apple-მა მოახერხა თავისი პირველი პლანშეტური კომპიუტერის მილიონი ეგზემპლარის რეალიზაცია აშშ-ში.

გამოყენებულია Apple-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 9 მაისი, 2010 ·არქივის შესახებ