ჩემო ძვირფასო მაკინტოშის და iPad- ის მომხმარებლებო, სანამ ქართული კლავიატურა გამოვა iPad-ის მიმდინარე ფირმვერისათვის მინდა გაუწყოთ, რომ მე და დიმიტრი გოგელია ძალიან მალე შემოგთავაზებთ Apple-ის მობილური საოფისე პაკეტის გაქართულებულ ვარიანტს, რომელიც მცირე ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ ჩვენს რეპოზიტორიებში იქნება ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება iPad-ის ქართულ კლავიატურას ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით შეუძლებელია ხელოვნური მოდულის ჩასმა რომელიც თუნდაც iPhone-ის ბოლო ვერსიებზე წარმატებით მუშაობს. საჭიროა, რომ დეველოპერებმა განაახლონ iKeyex მოდული, რომელიც არ არის თავსებად iPad- თან. მათი მხრიდან დაყოვნება ჩემი აზრით გამოწვეულია iPad-ის მსოფლიო გაყიდვაში შემოსვლის დაგვიანებასთნ.
იმედს ვიტოვებ, რომ ზაფხულის დასაწყისში უკვე გვექნება ქართული კლავიატურა iPad პლანშეტისათვის.
ასე რომ ძალიან მალე შემოგთავაზებთ Pages, Numbers და Keynote-ის ქართულ ვერსიებს.


ბატონო დავით უმორჩილესად გთხოვთ დახმარებას… მაქვს IPAD 2 რომელშიც ჩატვირთული იყო IOS 4.3.3.2 თქვენი პროგრამა ჩავტვირთე რომელმაც ქართული ინტერფეისი გაუკეთა (cydia –ს მეშვეობით) მაგრამ არ დაყენდა ქართული კლავიატურა რომელიც ძალიან მჭირდება სამუშაოდ . შემდეგ თქვენი საიტის საშუალებით (HI-TECH.GE) შევიტყვე რომ IOS 5.0-ში უკვე ჩატვირთული იყო ქართული კლავიატურა გავუკეთე UPDATE და ეხლა ჩაწერილი მაქ 5,0 მაგრამ ვერ დავყენე ქართული კლავიატურა რადგან არც რეგიონებში და არც ენებში ქართული არ წერია. იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ როგორ შეიძლება დავაყენო…
სამწუხაროდ ქართული კლავიატურის მხარდაჭერა არ არის ღია და თავისუფალი, არც Apple-ს განუხორციელებია ქართული კლავიატურა.
iOS 5.1 განახლებაში იმედია ჩადებენ უკვე გამზადებულ ქართულს.