კომპანია Sharp-მა განაცხადა პირველად მსოფლიოში მობილური მოწყობილობებისთვის კამერის მოდულის შექმნის შესახებ, რომელიც გადაიღებს სურათებს 3D-რეჟიმში.

გარდა იმისა, რომ ამ აპარატს შეეძლება სტერეოსკობული სურათების გადაღება, ის შეძლებს 3D-ვიდეოების ჩაწერას მაღალი ხარისხით, გაფართოებით 1280×720 პიკსელი (720p).

მოდულს გააჩნია ორი ობიექტივი და ორი გამოსახულების გადამცემი. სიახლის გამოყენება შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონებით, სმარტფონებით, პლანშეტური კომპიუტერებით და სხვა მინი-გაჯეტებით.

მწარმოებელი პირველ პარტიას გაყიდვაში გამოუშვებს ივლისში, ხოლო მასიური გაყიდვა დაგეგმილია 2010 წლის ბოლოს.

გამოყენებულია Sharp-ის მასალები.

2 Responses

  1. ვაა ძალიან სასიამუვნო ინფორმაციაა… აწი სწრაფად შემოვლენ 3D მონიტორები და შესაბამისი აპარატურაც გვექნება რომ 3D სურათები და ვიდეოები გადავიღოთ 🙂

  2. კარგია, მაგრამ ჯერ-ჯერობით არც ისე ბევრი ფილმი და ვიდეოა 3D ფორმატში გადაღებული, ასე რომ უაზროა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის მაგაში ფულის გადაყრა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.